საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დასაბამი

0
1528

[:ka]

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 9 ივნისს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

  • მიხეილ უკლება – (2005 – 2008)
  • ზაზა ბეგაშვილი – (2008 წლის მარტი – დეკემბერი)
  • კარლო (კახა) სიხარულიძე – (2009 – 2011)
  • მამუკა გამყრელიძე – (2011 – 2013 წლის თებერვალი)
  • დავით აფციაური – (2014 – დღემდე)

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

  • ვან ფენსიანი – (1993-1997)
  • ჭან ინციაუნი – (1997 – 2002)
  • სუ ძიანგუო – (2002 – 2005)
  • ვან კაივენი – (2005 – 2008)
  • გუნ ძიანვეი – (2008 – 2010)
  • ჩენ ძიანფუ – (2010 – 2013)
  • იუე ბინი – (2013 – 2015)
  • ძი იენჩ’ – (2015 – დღემდე)

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიურად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები მრავალი მიმართულებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში, რამაც მისცა ძლიერი სტიმული ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებობს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, რაც წარმოადგენს სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხთა განხილვის მნიშვნელოვან ფორმატს.

ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში; 25-მდე ჩინური კომპანია უკვე წარმატებულად საქმიანობს საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა.

ასევე, იზრდება ორმხრივი ვაჭრობა და საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი; ვითარდება ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში.

ამასთან, ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ფორმატია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის.

ნიშანდობლივია, რომ 2011 წლის 9 ივნისიდან დაინიშნა პირდაპირი ავიარეისი თბილისი-ურუმჩის მიმართულებით, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველო-ჩინეთს შორის, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში, ისე ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2012 წლის თებერვლიდან ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მიანიჭა „ტურიზმისთვის ხელსაყრელი ქვეყნის სტატუსი“ (Approved Destination Status), რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდას.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო[:]