[:ka]საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა[:]

ავტორი: ირაკლი ქორქია

0
55

[:ka]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 13 თებერვლიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანმება.

შეთანხმებას ხელი 2018 წლის 28 ივნისს მოეწერა “ერთი სარტყელი – ერთი გზის” სამიტის ფარგლებში. აღნიშნული შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს – ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა, მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები და სხვა,- წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჰონგ კონგთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. აღნიშნულმა მოვლენამ უნდა გაზარდოს საქართველოსა და არსებულ ბიზნეს კლიმატის შესახებ ცნობადობა და ხელი შეუწყოს ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის სავაჭრო საინვესტიციო ნაკადების ზრდას. ჰონგ კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო საფინანსო საერთაშორისო ცენტრს.

წარმოდგენილი შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობისუნარიან სამომხმარებლო ბაზარს,- ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

[:]