მარტი26 , 2024
პოლიტიკასაქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წამყვანი ჩინური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

[:ka]საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წამყვანი ჩინური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და  წამყვანი ჩინური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც იუწყება, მთავრობის ადმინისტრაცია, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჩინეთის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისათვის. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორია, რომელთანაც ახლახანს გაფორმებული, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გვაკავშირებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო გახდა ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ლიბერალური ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან ამ რეგიონში.

„ორიოდე კვირის წინ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რაც არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში. საქართველო გახდა ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ლიბერალური ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან ამ რეგიონში. მინდა იცოდეთ, რომ საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესების მზარდ დინამიკას.

აღნიშნული შეხვედა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ცნობილია, ისიც, რომ  შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ”საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრნენ.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები