მარტი24 , 2024
ბიზნესისაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის კვლევების ინსტიტუტი გაიხნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის კვლევების ინსტიტუტი გაიხნა

-

- Advertisment -spot_img

2019 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჩინეთის კვლევების ინსტიტუტი საზეიმოდ გაიხსნა. 

ინსტიტუტის დამფუძვნებლები არიან: ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 
ამავე დღეს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:

“ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები – აკადემიური დიალოგი ნათელი მომავლისათვის”. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისდამი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ახლად დაარსებული ინსტიტუტი მიზნად ისახავს საქართველო-ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობების საფუძვლიან ხელშეწყობას, აკადემიური კავშირების გაძლიერებას. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის მეთოდების შემუშავებას, ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების დანერგვას ჩინეთის სოციალურ მეცნიერებებათა აკადემიასა და აკადემიის შემადგენლობაში არსებულ ასზე მეტ ინსტიტუტში. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში და ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

ვიდეომასალა

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები