[:ka]მოსწავლეთა შორის ,,ჩინური ენის ხიდის’’ რიგით მერვე შესარჩევი ტურის შედეგები საქართველოში[:]

[:ka]2017 წლის 9 ივნისს,  საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდახუთი წლის იუბილე აღინიშნა. ოცდახუთი წლის განმავლობაში ორივე ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობდა კულტურული და საგანმანათლებლო ინფორმაციისა მიმოცვლა. “ჩინური ენის ხიდი” ერთ-ერთი იმ ღონისძიებათაგანია, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია იმართება.

15 ივნისს,  საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ შესარჩევი ტური სკოლის მოსწავლეებს შორის. ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარსდგა ცამეტი მონაწილე.

Image may contain: 4 people, people smiling, people standing and indoor

კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი  ლუკა ბუხრაშვილი გახდა. მეორე ადგილი ალექსანდრე ქაჩიბაიამ და ანასტასია ჯღარკავამ დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილი-  ნანა ბოჭორიშვილმა და მარიამ კალანდიამ.

Image may contain: 1 person

კონკურსის პირველ ნაწილში სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარი თვალით დანახული ჩინეთის შესახებ. მათ მსმენლებს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები. თითოეულმა მონაწილემ წარადგინა ცამეტი პატარა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს ჩინეთი და რა მოგონებები თუ იმედები აკავშირებთ მასთან. მოხსენების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა უპასუხეს ჟიურის მიერ დასმულ შეკითხვებს.

კონკურსის მეორე ნაწილი, ტრადიციულად კულტურულ ნომრებს დაეთმო. მონაწილეებმა სიმღერით, ხატვით, დაკვრით, საბრძოლო ხელოვნებითა და თეატრალური დადგმებით აჩვენეს, რომ ენის შესწავლის გარდა, ისინი ეცნობიან ჩინურ კულტურას.

საქართველოში “ჩინური ენის ხიდის” მოსწავლეთა შესარჩევ ტურში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი ოთხი მონაწილე 2017 წლის ოქტომბერში გაემგზავრება ჩინეთში. ორი მათგანი მონაწილეობას მიიღებს ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალურ კონკურსში, ხოლო დანარჩენი ორი კი ათ დღეს გაატარებს საზაფხულო სკოლაში და დაესწრება ფინალურ ტურს.[:]

კომენტარის დატოვება