[:ka]საქართველოში შექმნილი ჭკვიანი ბეჭედი – კნიკი[:]

[:ka]კნიკი პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხმარებლო პროდუქტი – ჭკვიანი ბეჭედია. კნიკმა შექმნა მსოფლიო პრეცენდენტი – ჭკვიანი აქსესუარით კინოთეატრებში შესვლა პირველად საქართველოში ხდება. ამ ფაქტის აღსანიშნავად და მომხმარებლებისათვის ფუნქციის უფრო კარგად გასაცნობად, კომპანიამ კამპანია “დანიშნე” დაარსა, რომლის ფარგლებშიც კნიკის ყველა მფლობელს კინოს 10 ბილეთი, VR House-ის 10 სესია და Lazer Combat-ის 10 სესია საჩუქრად გადაეცემა.

კნიკის ისტორია თავისუფალ უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც შენობაში მოხვედრა საშვების მეშვეობით ხდება. ყოველ ჯერზე საშვის ძებნა და მისი გამზადება რუტინული პროცესი იყო. ამ რუტინისთვის თავის ასარიდებლად კი დამფუძნებლებმა უფრო მარტივი გზის პოვნა გადაწყვიტეს. მათ კნიკი – ჭკვიანი ბეჭედი შექმნეს, რომელიც ყველა ტურნიკეტზე მართლაც რომ “ხელის ერთი მოსმით” გასვლის საშუალებას აძლევდათ.

კნიკის ბეჭედი დროთა განმავლობაში როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნოლოგიურად დაიხვეწა და მიიღო ის სახე, რომლითაც დღეს ბაზარზეა წარმოდგენილი. იგი ეგზოტიკური ხისგან მზადდება, ტექნოლოგია კი ძალიან მყარი და რთულად დაზიანებადი ბეჭდის მიღების საშუალებას იძლევა. უსაფრთხოების კუთხით, დაკარგვის შემთხვევაში, ბეჭდის მფლობელს მისი დეაქტივაციის საშუალება აქვს.

 

ბეჭედი გაყიდვაში 2017 წლის აპრილში ჩაეშვა, თავიდან მომხმარებლებს შეეძლოთ ბეჭედზე ოფისების, ფიტნეს კლუბების, უნივერსიტეტის ან თუნდაც სახლის საშვები და ბარათები ჩაეწერათ, აპლიკაციის მეშვეობით სასურველი ლინკები თუ ფაილები ჩაეშვათ, რომელთაც ერთმანეთს სმარტფონზე ხელის ერთი შეხებით გაუზიარებენ. მოგვიანებით, ბეჭედს დაემატა კინოში დაშვების ფუნქცია. ამისთვის კი მომხამრებელი კნიკისა და კავეას ანგარიშებს ერთმანეთს უკავშირებს. ამ დროს  კინოს საიტებიდან ნაყიდი ყველა ბილეთი ავტომატურად ბეჭედზე გადადის.

კნიკს ახლა კამპანია აქვს – დანიშნე მეგობარი. კამპანიის ფარგლებში , ყველას ვინც ბეჭედს შეიძენს კინოს 10 ბილეთს, VR House (ვირტუალური რეალობის გასართობი სივრცე) და Lazer Combat (ლაზერული ბრძოლების სივრცე) 10 სესიას მიიღებს და შესაბამისად მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დროის გატარებას შეძლებს.

აქცია რამდენიმე კვირაში დასრულდება, რაც მომხმარებლებს აჩქარების კარგ მიზეზს აძლევს.

 [:]

კომენტარის დატოვება