აპრილი13 , 2024
კულტურასისსის ცხოვრება - ჩინეთი უნგრეთის დედოფლის გამოფენას მასპინძლობს

[:ka]სისსის ცხოვრება – ჩინეთი უნგრეთის დედოფლის გამოფენას მასპინძლობს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინელები, რომლებიც 80 – იან წლებში გაიზარდნენ, სახელ სისსის კარგად იცნობენ. სახელი ეკუთვნის ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მონარქს დედოფალ ელიზაბეტს (1837-98). დედოფალ ელიზაბეტის შესახებ ტრილოგიის პირველი ნაწილი 1988 წელს აჩვენეს ჩინეთში, მაშინ დასავლური ფილმები ჩინეთში დიდი იშვიათობა იყო.

დღეს დედოფალ ელიზაბეტის ცხოვრების ამსახველი გამოფენის ხილვა პეკინში, სასახლის მუზეუმშია, შესაძლებელი. ჩინეთი უნგრეთის ეროვნული მუზეუმის 150-მდე კულტურულ სიწმინდეს მასპინძლობს. “მისი სილამაზე, მისი რომანტიკული სული და მისი ზღაპრები ყველასთვის ცნობილია” _ განაცხადა სასახლის მუზეუმის დირექტორმა შან ძისიანგმა.

1860 წელს, ტახტზე ასვლის შემდეგ, სისსიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა უნგრელებსა და ჰაბსბურგის მმართველ ოჯახებს შორის არსებულ დავაში. დედოფალს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, ამიტომ ის სამეფო საქმეებში არ ერეოდა. დედოფალი დიდი დროს ატარებდა ბუდაპეშტსა და უნგრეთში. ელიზაბეტს ბოლო შვილი სწორედ ბუდაპეშტში შეეძინა.

The life of Sissi
[ფოტო/Jiang Dong/China Daily]

სასახლის მუზეუმის გამოფენაზე სახელწოდებით “სისსი და უნგრეთი” წარმოდგენილია დედოფლის ძველი ფოტოები, ზეთისგან შესრულებული ნახატები, კაბები და სხვა ყოველდღიური ნივთები. ამას გარდა, გამოფენაზე სამკაულები, ჭურჭელი და რელიგიური ნივთებიცაა გამოფენილი.

The life of Sissi
[ფოტო/Jiang Dong/China Daily]
გამოფენა წარმოდგენილი იყო შანხაიშიც. პეკინის შემდეგ დედოფლის პირადი ნივთები და მისი ცხოვრების ამსახველი სხვა საგნები იუნანსა და შაანსის პროვინციაში იმოგზაურებს.

The life of Sissi
[ფოტო/Jiang Dong/China Daily]
[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები