[:ka] სოთბის აუქციონზე მაო ძედუნის პორტრეტი 12 მილიონ 600 ათას დოლარად გაიყიდა[:]

[:ka]

სოთბის აუქციონზე ენდი უორჰოლის მაო ძედუნის პორტრეტი 12 მილიონ 600 ათას დოლარად გაიყიდა. ვაჭრობა ჰონგ კონგში გაიმართა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ნახატში 15 მილიონ დოლარზე მეტს გადაიხდიდნენ. გავრცელებული ცნობით, ჩინეთის ყოფილი ლიდერის პორტრეტი აზიელმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა. უორჰოლის ნამუშევარი სამი წლის წინ ლონდონშიც იყიდებოდა და ცნობილია, რომ მას შემდეგ ნახატის ღირებულება 20 პროცენტით გაიზარდა.

[:]

კომენტარის დატოვება