[:ka]დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილი დამატებითი ერთი მილიარდი იუენი [:]

[:ka]

სამშაბათს, 1 აგვისტოს ფინანსური სამინისტროს (MOF) განცხადებით, ცენტრალურმა მთავრობამ ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, დამატებით  ერთი მილიარდი იუენი (დაახლოებით $150 მილიონი) გამოყო.

2017 წლის ივნისის თვიდან მოყოლებული, ჩინეთის სამხრეთი და ჩრდილოეთი რეგიონები წყალდიდობამ და გვალვამ მოიცვა. გასულ კვირას, ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ შაანსის პროვინციაში ასობით სახლი გაანადგურა და ათასობით დააზინა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოყოფილი თანხის 60% დაიხარჯება სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად, ნაწილი კი კატასტროფის შედეგად დაზარალებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების აღსადგენად.

1-დან 4 აგვისტომდე ჩრდილოეთ ჩინეთში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება და ტაიფუნი ხაითანგი. სახელმწიფო წყალდიდობის კონტროლისა და გვალვის რელიეფის შტაბმა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა აამოქმედა და ადგილობრივ მთავრობებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

 [:]

კომენტარის დატოვება