[:ka]ტრადიციული ჩინური ხელნაკეთობები ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია[:]

[:ka]

ვანგ ცაიხუნგი ბავშვობიდანაა გატაცებული ტრადიციული ხელნაკეთობების შექმნით. ტრადიციული ხელობის სიყვარული მას ბებიამ ჩაუნერგა. ის საყვარელი საქმიანობით  10 000 იუენს ($1,508.58) გამოიმუშავებს თვეში. ვანგმა ტრადიციული ჩინური შალის, იუნძიენის, დამზადება 9 წლის ასაკში ისწავლა. თავდაპირველად მან ეს საქმიანობა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეისწავლა და ძალიან მალე ის ტრადიციული ხელოვნების მიმდევარი მე-10 თაობა გახდა.

ბავშვობაში მისი საყვარელი საჭმელი გოგრა იყო, ამიტომ ვანგმა საკუთარ ნამუშევრებში ინსპირაციის წყაროდ სწორედ გოგრა აირჩია და გოგრის ფორმის ტრადიციული იუნძიენის შექმნა დაიწყო. მის მიერ შექმნილი გოგრის ფორმის პატარა შეკვრები მალე ძალიან პოპულარული გახდა.

საყვარელი საქმის კეთების და კარგი შემოსავლის გარდა, ხელოვანი ძველი ტრადიციული საქმის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

Woman turns traditional handicrafts into popular products
[ფოტო/IC]

[:]

კომენტარის დატოვება