[:ka]უპილოტო სამაშველო ნავი, მაშველების ნაცვლად[:]

[:ka]3 ივლისს ჩინეთში, ანხუის პროვინციის ქალაქ ხეფვეიში, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაუშვეს პირველი წყლის რობოტი. მისი მიზანი ადამიანთა გადარჩენა და ათასობით მაშველის ჩანაცვლებაა. რობოტი ჩინეთის ისტორიაში პირველი უპილოტო სწრაფმავალი მოტორიანი ნავია. მასზე დაკვირვება თიენეს ტბაზე მიმდინარეობდა.

ანხუის CAS-Huacheng ინტელექტუალური ტექნოლოგიის გენერალური მენეჯერის მოადგილის ჭანგ პაოს განცხადებით, 2.8 მეტრი სიგრძის ნავი აღჭურვილია კამერებით, ინფრაწითელი  და აკუსტიკური სენსორებით, რომლებიც წყლში “მოძრავი სამიზნეების” გამოვლენას ახდენენ.

“ტბის კუნძულზე აშენებული რადიოს გადამცემი ეხმარება ნავს წყლის სხვადასხვა სექტორში გადაადგილებაში”, – განაცხადა ჭანგმა. მან ასევე დასძინა, რომ მომავალში მაშველთა უმრავლესობას რობოტები ჩაანაცვლებენ. “ბატარეით აღჭურვილი ნავი შეიძლება გამოვიყენოთ  მდინარეების, რეზერვუარების, ტბებისა და ზღვების პატრულირებაზე, არა მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, არამედ გარემოსდაცვითი მეთვალყურეობისა და მონაცემთა შეგროვებისთვის,”- განაცხადა მან.

როდესაც მოცურავე ადამიანი უახლოვდება საშიშროების ხაზს, რომელიც ძირითადად უხილავია, რობოტი მას ხმოვანი სიგნალით გააფრთხილებს. მაშინ, როდესაც ადამიანი გადაკვეთს ამ ხაზს, რობოტი სიგნალს აძლევს სამაშველო რაზმს, ადამიანის გადასარჩენად სწრაფი ზომების მისაღებად.

საზოგადოებისათვის თიენეს ტბა 2004 წელს გაიხსნა. ადგილობრივი წყლის პოლიციის თანამშრომელის ვანგ სუს განცხადებით, ამ ტბაში დაახლოებით 66 ადამინი უკვე დაიხრჩო, მათგან 15 შემთხვევა გასულ წელს მოხდა. დაშავებულთა უმეტესობა ტბაში მოცურავე ადამიანები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტბას დიდი ფართობი არ უჭირავს და ის აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაახლოებით 1,5 კილომეტრია, ხოლო სამხრეთიდან-ჩრდილოეთით კი 800 მეტრი, აქ ყოველდღიურად მუშაობს სამაშველო პატრული, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 110 შეადგენს.

 

 

 [:]

კომენტარის დატოვება