აპრილი20 , 2024
კულტურაქართული ფილმი "დედე" პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

[:ka]ქართული ფილმი “დედე” პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ხაჭვანის ფილმი „დედე“ პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. “დედე” რეჟისორ მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელმაც გამოსვლისთანავე მრავალი აღიარება და პრიზი მოიპოვა.

გასულ წელს ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ამავე ფესტივალზე 10 მთავარი პრიზი მოიპოვეს. რეჟისორ გიორგი ბარაბაძის ფილმმა “ლუკა” ნომინაციაში საუკეთესო მხატვრული ფილმი მთავარი პრიზი დაიმსახურა. ლია კაპანაძეს, კი იმავე ფილმში საუკეთესო შესრულებლის პრიზი ერგო.

კინოპროექტი “დედე” ეროვნული კინოცენტის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.

“დედეს” საპოლოტე ვერსიამ სახელწოდებით “დინოლა” 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზების მოპოვება შეძლო. მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი ფილმი სვანურ ენაზეა. ასევე სვანია მასში მონაწილე ყველა მსახიობი. მთავარ როლებში არიან, ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი და ნუკრი ხაჭვანი.

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა.

ამ წელს ფესტივალი 15 აპრილს გაიხსნა და ის საზეიმოდ 22 აპრილს დაიხურება.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები