მარტი22 , 2024
კულტურაისტორიაშაოლინის მონასტრის ისტორია

[:ka]შაოლინის მონასტრის ისტორია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

   შაოლინი- ლეგენდარული და თითქმის ზღაპრული სიტყვა, რომლის ხსენებაზე უძველესი საბრძოლო ხელოვნების კერა და უძლიერესი მეომრები გვახსენდება. შაოლინზე ასეთი წარმოდგენა თავისუფლად შეიძლება მივაწეროთ მეოცე საუკუნის ბოლო ხანებში გადაღებულ ფილმებს, თუმცა ფილმებსაც აქვთ თავისი საფუძველი და ამ შემთხვევაშიც ასეა-  რეალურ შაოლინის ისტორიაზე საუბარი საბრძოლო ხელოვნების მოხსენიების გარეშე წარმოუდგენელია. ჩინური საბრძოლო ხელოვნება- უ შუ ( დასავლეთში ცნობილი, როგორც კუნგ ფუ ) გაცილებით ძველია ვიდრე შაოლინის მონასტერი, თუმცა, მომავალში მათი გზები იმდენად გადაიჯაჭვა, რომ დღეს შაოლინი კუნგ ფუს გარეშე წარმოუდგენელია.

     შაოლინი ბუდისტური მონასტერია თანამედროვე ჩინეთში ხენანის პროვინციის ტერიტორიაზე. მისი არსებობის ისტორია 1 500 წლის წინ, მეხუთე საუკუნეში იწყება. ამ დროს ჩინეთი რამდენიმე სამეფოდ იყო დაყოფილი. ჩრდილოეთ ჩინეთში ბატონობდა ჩრდილოეთ ვეის დინასტია ( 386-534 ). ვეის დინასტია ბუდიზმის დიდი ქომაგი იყო, ამიტომაც ხშირად ბუდისტი ბერები ინდოეთიდან და ცენტრალური აზიიდან მოდიოდნენ აქ ბუდიზმის ახალი მიმდინარეობების საქადაგებლად. ერთ-ერთი ასეთი მქადაგებელი ბუდაბჰადრა ( ჩინურად პათუო ) ქადაგებდა ჩან ბუდიზმს, რომელსაც დღეს ძენ ბუდიზმის სახელით ვიცნობთ. რამდენადაც ის ცნობილი პიროვნება იყო ხალხში და იმპერატორსაც მოსწონდა მისი იდეები, ვეის დინასტიის იმპერატორმა სიაოვენმა ( 471-499 )  მას აუშენა მონასტერი მთა სონგზე 495 წელს. ასე დაიწყო შაოლინის მონასტრის ისტორია.

ბოდჰიდჰარმას მიეწერება შაოლინის მონასტერში საბრძლო ხელოვნების პრატქიკის დაწყება.

     მონასტერი თავისი არსებობის განმავლობაში ჩინეთში ძენ ბუდიზმის კერა იყო სწორედ აქედან გავრცელდა ბუდიზმის ეს მიმდინარეობა კორეასა და იაპონიაში, სადაც მან მიიღო სახელწოდება „ძენ“. თუმცა, შაოლინს თავდაპირველად არანაირი კავშირი საბრძოლო ხელოვნებასთან არ ჰქონდა. აქ მცხოვრები ბერები უბრალოდ მედიტაციით იყვნენ დაკავებულნი.  ერთი შეხედვით ბუდიზმი და საბრძოლო ხელოვნება ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ცნებებია. ბუდიზმი და განსაკუთრებით ძენ ბუდიზმი ძალადობას გმობს. მაშინ როგორ დაუკავშირდა ეს ორი ერთმანეთს? თქმულებების მიხედვით შაოლინში საბრძოლო ხელოვნების სკოლის დაფუძნება უკავშირდება მეორე დიდ ბუდისტ ბერს ინდოეთიდან- ბოდჰიდჰარმას. ეს ნახევრად ლეგენდარული პიროვნება მე-5-6 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. ლეგენდის მიხედვით როცა მან მედიტაციით დასუსტებული ბერების სხეულები დაინახა რამდენიმეწლიან მედიტაციას მიეცა, შემდეგ კი დაწერა სახელმძღვანელოები სხეულის ვარჯიშისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, ბოდჰიდჰარმას მოძღვრების მიხედვით სხეულის დახვეწით ბერები უფრო ახლოს მივიდოდნენ გასხივოსნებასთან. მოყოლებული ამ პერიოდიდან შაოლინის ბერები  თეორიულად და პრაქტიკულად იკვლევდნენ საბრძოლო ხელოვნების სიღრმეებს.

    მაგრამ, ისტორიული წყაროებით არ დასტურდება, რომ ვიდრე მე-15 საუკუნემდე შაოლინში საბრძოლო ხელოვნების პრაქტიკა მიმდინარეობდა. მერვე საუკუნის წარწერის მიხედვით შაოლინს 610 და 628 წელს დაპირისპირება ჰქონდა ტახტის მაძიებელ სარდალთან, თუმცა ბერების ჩართვა ბრძოლაში არსად არ ფიქსირდება. როგორც ჩანს, დაარსებიდან საწყისი ათასი წელი შაოლინის ბერები სხვა ბუდისტი ბერების მსგავსად ბუდისტურ თეორიასა და მედიტაციას სწავლობდნენ. გარდატეხა მოხდა მე-15-16 საუკუნეებში, მინგის დინასტიის დროს ( 1368-1644 ). ამ პერიოდში უცებ ჩნდება წარწერები, იგავები, ლეგენდები, თხზულებები შაოლინის ბერების კუნგ ფუს შესახებ. შესაძლოა ასეთი სწრაფი ცვლილება გამოიწვია იმ პერიოდში ხენანის პროვინციაში კანონგარეშე პირების მომრავლებამ. გარდა ამისა 1540-იანი წლებიდან ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს იაპონელი მეკობრეები ესხმოდნენ თავს. მათთან ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდნენ შაოლინის მონასტრის ბერები. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება შაოლინის საბრძოლო ხელოვნების სახელმძღვანელოების გამოცემა, რაც საშუალებას გვაძლევს აქ არსებულ საბრძოლო სტილებს გავეცნოთ.

    შაოლინის საბრძოლო პრაქტიკა რამდენიმე ეტაპად და სახეობად იყოფა: 1) საფუძველი, ანუ სხეულის მომზადება ბრძოლისათვის, რაც მოიცავს გამძლეობის, ბალანსირებისა და დრეკადობის გაზრდას. 2) ძალის გაზრდა, ეს საფეხური იყოფა ორ- შინაგან და გარეგან ვარჯიშებად. პირველი მედიტაციით იწრთობა, მეორე კი ფიზიკური აქტივობით. 3) საბრძოლო უნარები, როცა ბერი წინა ორ ეტაპს გაივლის, მას აქვს ფიზიკური მონაცემები, რომ ბრძოლის ხელოვნება შეისწავლოს, რაც სწორედ ამ საფეხურზე ხდება.

შაოლინის საბრძოლო ხელოვნება უიარაღო და იარაღიან სტილებს მოიცავს

     შაოლინის მონასტერში საბრძოლო ხელოვნების უამრავი სტილი და მიმდინარეობა არსებობდა და არსებობს. წყაროებისა და თანამედროვე აღრიცხვების მიხედვით, სულ შაოლინის ისტორიაში ათასზე მეტი საბრძოლო ხელოვნების სტილი შეიქმნა. ცინგის დინასტიის დროს მათგან გამოყოფდნენ 100 საუკეთესო სტილს, შემდეგ ასიდან 18 სტილი დატოვეს. მათ შორის ცნობილია მთვრალი კაცის სტილი, მიბაძვითი სტილი, აფეთქების სტილი, წარღვნის სტილი და სხვა.

     შაოლინის მონასტრის ისტორია მრავალი გაჭირვებითა და უბედურებითაა სავსე. განსაკუთრებით ცინგის დინასტიის დროს მე-17-18 საუკუნეებში ტაძარი მრავალჯერ დაარბიეს მთავრობის ბრძანებით. თუმცა, ყველაზე დიდი ზარალი მონასტერს მე-20 საუკუნეში მიაყენეს.  1928 წელს, ჩინელმა სარდალმა გადაწვა მონასტრის ტერიტორია, ცეცხლი 40 დღის განმავლობაში არ ჩამქვრალა და დიდი რაოდენობით არქიტექტურული და ლიტერატურული შედევრები გაანადგურა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ტაძარი აღადგინეს და თავისი ძველი ფუნქცია აღუდგინეს. ამჟამად შაოლინის მონასტრის კომპლექსი იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიის წევრია.

   მიუხედავად დიდი ისტორიისა, შაოლინი მხოლოდ ჩინელი ხალხისათვის იყო ცნობილი. მსოფლიო ასპარეზზე გასვლას შაოლინის კუნგ ფუ და მონასტერი კინოხელოვნებას უნდა უმადლოდეს. პირველი ფილმი ამ თემაზე 1982 წელს ჰონგ კონგში გამოვიდა სახელწოდებით „შაოლინის ტაძარი“. ეს იყო ცნობილი მსახიობის- ჯეტ ლის კინოდებიუტი. ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა ფართო მასებში და ამან უბიძგა ჩინურ კინემატოგრაფიას უფრო მეტი ფილმები გადაეღოთ ამ თემატიკაზე. შედეგად, შაოლინი მთელ მსოფლიოში საბრძოლო ხელოვნების სინონიმად იქცა.

პოსტერი ფილმისა „შაოლინის ტაძარი“[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები