[:ka]შაოლინის ტაძარი საბრძოლო ხელოვნების კონკურსსა და კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს[:]

[:ka]

საბრძოლო ხელოვნების რომანებში ხშირად მოხსენიებული გამოგონილი ამბავი ჩინეთის საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებასა და დემონსტრაციაზე, შაოლინის უჭე ტახუი (ლიტ.- შეუზღუდავი ასამბლეა) 29 ივლისს შაოლინის ტაძარში გააცოცხლეს.  ღონისძიება სავსე იყო უჭეს  სულისკვეთებით, რაც ნიშნავს სრულიად ღიასა და შეუზღუდავს ნებისმიერი საბრძოლო ხელოვანისთვის, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა.

უჭე ტახუი ბუდიზმში რელიგიური მოვლენაა, რომლის დროსაც მორწმუნენი სალოცავად ერთად იკრიბებიან. შაოლინის ერთკვირიანი ღონისძიება, გარდა საბრძოლო ხელოვნების დემონსტრირებისა, აგრეთვე მოიცავს ჭადრაკის შეჯიბრებებს, ბუდიზმის სემინარებს, ტრადიციული ჩინურ მხატვრობასა და კალიგრაფიულ გამოფენებს, ასევე ჩინური ჩაის ღონისძიებებს. პეკინის ახალი ამბების თანახმად, წელს გამართულ ღონისძიებაში 2,000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ყველაზე მეტი მოწონება საბრძოლო ხელოვნების კონკურსებმა დაიმსახურა. წარმოდგენაზე მაყურებელს მიეცა საშუალება რეალურად ენახათ და გაცნობოდნენ იმ საბრძოლო ხელოვნების ოსტატობას, რომლის შესახებაც მხოლოდ ფილმებიდან და რომანებიდან  იციან.

შაოლინის ტაძარი, საბრძოლო ხელოვნების კონკურსი. [ფოტო/ Li Hao/ GT]

მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო ხელოვნების კონკურსის მონაკვეთის სახელწოდებაა “სამოცდათორმეტი ხელოვნების შეჯიბრი”, ღონისძიებაზე მათგან მხოლოდ ოთხი აჩვენეს. ძირითადად ეს განაპირობა იმან, რომ დღეს არცთუ ისე ბევრი ადამიანი ეუფლება საბრძოლო ხელოვნებას. ამას დაემატა ისიც, რომ წელს პირველად გაიმართა მსგავსი სახის ღონისძიება. შაოლინის ოსტატის იენციაოს თქმით, 72 საბრძოლო ხელოვნების სახეობათაგან ძალიან ბევრი დროის გასვლასთან ერთად დაიკარგა.

[:]

კომენტარის დატოვება