[:ka]”შენჭენი” საერთაშორისო სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე(CES)[:]

[:ka]

ჩინეთის მაღალტექნოლოგიური ცენტრი “შენჭენი” ტრადიციულად აგრძელებს მონაწილეობას სამომხმარებლო ელექტრონულ სავაჭრო გამოფენაში, რომელსაც ლას-ვეგასი მასპინძლობს. სამხრეთ ჩინეთის ქალაქის სახელი, გამოფენაში მონაწილე 500 კომპანიის გვერდით წელსაც გამოჩნდება.

სახელწოდება “შენჭენი” გარდა კუანგტუნგის პროვინციაში არსებული ქალაქისა, ასევე  652 ჩინურ კომპანიას უკავშირდება.

სამომხმარებლო ტექნოლოგიათა ასოციაციის მონაცემებით, წლევანდელ ღონისძიებას 4,500 კომპანია და ორგანიზაცია დაესწრება. წლევანდელ ღონისძიებაზე კვლავ იქნებიან ისეთი ცნობილი ფირმები, როგორიცაა TCL, Samsung და LG. აღნიშნული ღონისძიება არის ნოვატორებისთვის გლობალური ეტაპი, რათა აჩვენონ თავიანთი უახლესი ტექნოლოგიები, გაჯეტები, მანქანის ტექნოლოგიები და ა.შ. რაც შეეხება 2018 წლის გამოფენის მთავარ თემას, წელს ხელოვნური ინტელექტი, ჭკვიანი სახლი და ავტომობილები, რობოტები და ვირტუალური რეალობაა აქტუალური.

საერთაშორისო სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა (CES) ოფიციალურად 9 იანვარს გაიხსნება და 12 იანვრამდე გაგრძელდება.

[:]

კომენტარის დატოვება