[:ka] შუ ფეი VS – ის აზიელი ანგელოზი[:]

[:ka]

ცინ შუ ფეი ან უბრალოდ შუ ფეი ულამაზესი ჩინელი მოდელი და მსახიობია. შუ დაიბადა 1990 წლის 10 აგვისტოს ქაიფვენგში, ხენანში. შუ ფეიმ სკოლა ნიუ – იორკში დაასრულა, იქ სადაც პირველად შენიშნეს და დაიწყო მისი კარიერა მაღალი მოდის ინდუსტრიაში.

Shu Pei-ის სურათის შედეგი

2007 წელს მან ხელშეკრულება გააფორმა ნიუ – იორკის სამოდელო სააგენტოსთან Next Management. ამავე წელს შედგა მისი დებიუტი Rachel Roy – ის საზაფხულო ჩვენებაზე. 2007 წელს, მოდელი ასევე გამოვიდა Brian Reyes – ის, Catherine Maladrino – სა და Verrier – ის ჩვემებებზე.

Shu Pei-ის სურათის შედეგი

მოდური ჟურნალების გარეკანზე შუ პირველად 2008 წელს გამოჩნდა. მოდელი ბრიტანული  Elle – ს გარეკანისთვის გადაიღეს. შემდეგი იყო Vogue China, სადაც შუ ფეი ისეთი წამყვანი მოდელების გვერდით აღმოჩნდა როგორებიც არიან Karlie Kloss  და Hanne Gaby Odiele.

Shu Pei catwalks-ის სურათის შედეგი2010 წელს, მოდელი შუ ფეი სულ 60 ჩვენებაზე გამოჩნდა და ის ერთ წელში, საუკეთესო 50 მოდელს შორის მოხვდა. 2010 წლის ივლისში მან პირველი Elle Style Awards მოიპოვა. 2011 წელს მოდელმა ხელშეკრულება გააფრომა Huayi Brothers Media Corporation – თან. ერთი წლის შემდეგ, კი ის ისეთი წამყვანი ბრენდების ჩვენებებზე წარსდგა როგორიცაა Gucci, Burberry, Vera Wang, Chanel, Christian Dior და Versace. 

Shu Pei victoria secret-ის სურათის შედეგი

2012 წლის ტრიუმფალური დასასრული მისი Victoria’s Secret Fashion Show – ზე გამოჩენა გახდა. შუ ფეი იმ წელს მესამე აზიელი მოდელი იყო, რომელიც “ანგელოზად” იქცა.

2015 წელს, წარმატებული სამოდელო კარიერის შემდეგ, შედგა მოდელის დებიუტი ფილმში Oh My God.

Shu Pei Oh My God-ის სურათის შედეგი

[:]

კომენტარის დატოვება