[:ka]ჩანაწერები ჩინეთიდან…[:]

[:ka]

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ გამიჩნდა პირველი სურვილი მენახა ჩინეთი და გავცნობოდი მის ისტორიას. ამ სურვილს მოჰყვა ბავშვური ტყუილები, რომელიც სკოლის დაფაზე ცარცით უცნაური სახის ფიგურებს ქმნიდა და იძახდა ჩინურად წერა ვიციო. ვაცნობიერებდი, რომ არაფერი ვიცოდი, მაგრამ სურვილი იმისა, რომ მცოდნოდა იყო იმდენად დიდი, რომ ხანდახან ვიჯერებდი კიდეც, რომ შემეძლო.

მას შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა, ერთი სოფლელი ბიჭი, როგორც ხდება ხოლმე ჩამოვიდა თბილისში და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი, ეტაპი რომელიც უკვე ოცნებიდან რეალობამდე უნდა ქცეულიყო, თუმცა ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩდა ვიდრე ველოდი. სირთულეებს არ შევუშინებივარ, პირიქით მომავლის ფიქრი, მიზნები და ამბიციები მძლევდა და შრომისმოყვარეობას მასწავლიდა, იმ შრომას, რომელმაც სწორედ ჩინეთამდე ჩამომიყვანა. როგორც ყველამ დავიწყე უნივერსიტეტში ჩინური ენის სწავლა, უფრო იმიტომ კი არა, რომ ბავშვობის ოცნება იყო, არამედ უკვე იმიტომ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი ვიყავი და მიმაჩნდა და დღესაც ასე მიმაჩნია, რომ ამ სპეციალობას სჭირდება ენების საფუძვლიანი ცოდნა. ჩინეთის ეკონომიკა, პოლიტიკა და მისი სწრაფვა ლიდერობისაკენ რაღაცნაირად მავალდებულებდა. პირველი ჩინურის გაკვეთილი არ მახსოვს, არც მეორე და არც მესამე, რადგან მართლა “ჩინური” იყო, თუმცა, შემდგომ ყველაფერი შეიცვალა. გრძელმა გზამ, სიყვარულმა, ინტერესმა და ჩემმა მიზნებმა სოფლიდან ჯერ თბილისში, თბილისიდან კი აღმომაჩინა პირდაპირ ხანგჭოუს საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც დაიწყო ყველაფერი და დღემდე გრძელდება. Displaying 17523632_2071386726421678_8609513573944332522_n.jpgხანგჭოუ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია თავისი თვალწარმტაცი ხედებითა და ადგილებით, ცხოვრების სტილითა და არქიტექტურით ეს არის კერა ეკონომიკის, კულტურის, ხელოვნების, რომელმაც ჯერ იყო თავბრუ დამახვია, შემდეგ კი თავი შემაყვარა. ყველაფერი ცინის დინასტიიდან დაიწყო, რომლის დროსაც იწყება “აღორძინების” პერიოდი, როგორც ჩინელი მეგობრები მეუბნებიან, სწორედ ცინის დინასტია ყოფილა ამყვავებელი თავად ამ მშვენიერების, აყვავების პერიოდი დღემდე გრძელდება და ვშიშობ რამდენიმე წელიწადში, როდესაც დავბრუნდები კვლავ ხანგჭოუში ვეღარ ვიცნობ, რადგან მიმდინარე არქიტექტურული სამუშაოები ყოველდღიურად ცვლის ქალაქის იერსახეს და კიდევ უფრო ლამაზს და მოდერნირებულს ხდის.Displaying 14568083_1943777489182603_6818853171603819435_n.jpgპირველი ჩემი შთაბეჭდილება მაინც მუზეუმებმა მოახდინა, რომელმაც აქამდე ნასწავლი ისტორია გააცოცხლა და მრავალი, ახალი თუ ძველი სტილით დამანახა, შემდეგი დასავლეთის ტბა იყო, საოცრად მომხიბვლელი და მედიდური თავის მრავალწლიანი ისტორიითა თუ სილამაზით. დასავლეთის ტბაზე შეხვდებით უამრავ ტურისტს, დამსვენებელს, ადგილობრივ მოქალაქეს, რომელთაც ეს ულამაზესი წალკოტი ატკბობთ და სიამოვნებას გვრით, მეც თავისუფალ დროს ვხეტიალებ მის ბაღებში, რომელიც საოცრად მოწესრიგებული, მოვლილი და სანახაობრივად განმაცვიფრებელია, მიჭირს შევადარო რამეს.Displaying 14441000_1943776602516025_3106961036744705775_n.jpg
სიხუდან (დასავლეთის ტბა) გამოსული, უკვე სხვა სამყაროს ვხედავ ხოლმე, ერთობ ძველს და ერთობ ძალიან ახლასაც , სადაც მაკდონალდს და ქე-ეფ-სი-ს უხვი რაოდენობა თავბრუს დაგახვევთ და სწრაფი კვების ობიექტები ამ წყნარ და მომხიბვლელ ქალაქს მშფოთვარეს გახდის, (მიუხედავად სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლისა, ყოველთვის დიდი რიგი, ხმაური და ქაოსია). თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს იმოგზაურო ძველ პერიოდში, დააგემოვნო ჩინური სამზარეულო და შეიგრძნო აზიური სუნელება. ფერადი სამზარეულო, რომელიც ყოველთვის გიღიმის, მიუხედავად სიცხარისა (ამ ფრაზით ვაფასებ ჩინურ გემრიელობებს), რომელიც უკვე არაერთგზის გამიჟღერებია. Displaying 17458290_2071451579748526_8191331099447372840_n.jpgმინდა აქ გავჩერდე და ჩემი ჩინური დღიურის 35 ფურცელს დავუსვა წერტილი, 36–ე ფურცლიდან კი დავიწყო წერა განათლების სისტემასა და საუნიერსიტეტო დღის წესრიგზე რომელიც, დილის 8 საათზე იწყება (გამიმართლა, რომ უცხოელი ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩემთვის სწავლა 6, 7 საათზე დაწყებულიყო) და შესაძლოა გაგრძელდეს იქამდე, სანამ მიზანი ბოლომდე არ იქნება მიღწეული…

[:]

კომენტარის დატოვება