აპრილი17 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ჩანგ ანი - ჩინური კულტურის ცენტრი

ჩანგ ანი – ჩინური კულტურის ცენტრი

ოთარ ჭიღლაძე

-

- Advertisment -spot_img

ჩინეთმა თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში არაერთი დედაქალაქი გამოიცვალა. ხშირად თავისი მნიშვნელობის მიხედვით გამოყოფენ ოთხ ან რვა დედაქალაქს. მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავს ჩანგანს, რომლის თანამედროვე სახელწოდება არის სიანი. ამჟამად შაანსის პროვინციის დედაქალაქი თავის დროზე ათზე მეტი ჩინური დინასტიის ცენტრს წარმოადგენდა, რითაც ამართლებდა კიდეც თავის სახელს- ჩანგან- „ხანგრძლივი მშვიდობა“.

ჩანგანის მიდამოები ჯერ კიდევ იანგშაოს კულტურის ( ძვ.წ. 5000-3000 )  დროიდან დასახლებული იყო. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი რჩებოდა პატარა დასახლებად. პირველი, ვინც დაინახა ამ ტერიტორიის სტრატეგიული მნიშვნელობა იყო ჩინეთის პირველი იმპერატორი- ცინ შიხუანგტი ( ძვ.წ. 256-210 ). მან ჩანგანის სიახლოვე დაარსა საკუთარი ახალი დედაქალაქი სიენიანგი. სამწუხაროდ, ცინის დინასტიის ( ძვ.წ. 221-206 ) დაცემის დროს სიენიანგი და მისი დიდებული სასახლეები აჯანყებებს ემსხვერპლა. არ გასულა დიდი ხანი და ხანის დინასტის ( ძვ.წ. 202-ახ.წ. 220 ) მამამთავარმა- ლიუ პანგმა ყოფილი სიენიანგის სამხრეთით ააგო ახალი დედაქალაქი სახელად ჩანგანი. ქალაქის მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა და ძვ.წ. 2 წელს უკვე 250 000-ს მიაღწია. 

მართალია ჩანგანის ჯერ კიდევ ცინისა და ხანის დინასტიების პერიოდში დაარსდა, მაგრამ მისი აყვავება სუისა ( 581-618 ) და თანგის ( 618-907 ) დინასტიებს უკავშირდება. ამ პერიოდში ქალაქი მსოფლიოს ნამდვილი ცენტრი გახდა. ითვლიდა რა 2 მილიონამდე მოსახლეობას გარეუბნების ჩათვლით, ჩანგანი თავის თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ქალაქი იყო. გარდა ამისა, ჩანგანი წარმოადგენდა აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზის საწყის პუნქტს. შესაბამისად, აქ თავს იყრიდნენ უცხოელი ვაჭრებიც. მერვე საუკუნეში ქალაქში უკვე 25 000-მდე უცხოელი პიროვნება ცხოვრობდა. ამ დროის ჩანგანი ნამდვილ კოსმოპოლიტურ ქალაქს წარმოადგენდა. მეშვიდე საუკუნეში აქ კონფუციანიზმს, ტაოიზმსა და ბუდიზმთან ერთად თანაარსებობდა ნესტორიანული ქრისტიანობა და ისლამი.

გაოცებას იწვევს არამარტო ქალაქის მასშტაბები, არამედ მისი მოწყობაც. ჩანგანი ფენგშუეისა და გეომეტრიის წესების მიხედვით ააგეს და მოგვიანებით შორეული აღმოსავლეთის არაერთი ქალაქის მოდელი გახდა, მათ შორის იაპონიის ძველი დედაქალაქის- ნარასი. ჩანგანი წარმოადგენდა კვადრატს, რომელიც ვერტიკალური და ჰორიზონტალური ქუჩებით თანაბრად იყო დაყოფილი 108 კვარტალად. ქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ორი დიდი ბაზარი იყო მოწყობილი. კარიბჭეებისა და ქუჩების წესრიგს საქალაქო პოლიცია აკონტროლებდა. ქუჩების სიგანეც მკაცრად იყო დადგენილი. მათ შორის ყველაზე მცირე 25 მეტრი იყო, მთავარ სამხრეთ-ჩრდილოეთის ცენტრალურ გამზირს კი 150 მეტრის სიგანე ჰქონდა. 

მიუხედავად არაერთგზის დარბევისა და განადგურებისა, ხანგრძლივი ისტორიის და ცენტრალური დანიშნულების გამო, ჩანგანი სავსეა ისტორიული ძეგლებით. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ცინ შიხუანგტის სამარხი ტერაკოტას მეომრებით. აქვეა ხანის დინასტიის იმპერატორების სამარხებიც. თანგის დინასტიიდან შემორჩენილია არაერთი პაგოდა, მათ შორის ყველაზე ცნობილია დიდი და მცირე ბატების პაგოდები. 

გარდა პლიტიკური და ეკონომიკური დანიშნულებისა, ჩანგანს უზომოდ დიდი ფსიქოლოგიური ფაქტორიც ეჭირა ჩინეთის ისტორიაში. რამდენადაც არაერთი დინასტიის დროს ასრულებდა დედაქალაქის ფუნქციას, ჩანგანი იმპერატორის სახლად აღიქმებოდა. ის ვინც აკონტროლებდა ჩანგანს აცხადებდა პრეტენზიად „ზეციურ მანდატზე“ და იმპერატორობაზე. ჩანგანის დაცემა კი უდიდეს კატასტროფას და დინასტიის მარცხს ნიშნავდა. 

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები