აპრილი12 , 2024

[:ka]

სინომედია (www.sinomedia.ge) არის პირველი საინფორმაციო სააგენტო საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია უშუალოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაშუქებაზე, ქმნის კონტენტს ორი ქვეყნის დიპლომატიური, ეკონომიკური, კულტურილი და სხვა სახის ურთიერთობების შესახებ სამ ენაზე: ჩინურად საქართველოზე და ქართულად ჩინეთზე, ინგლისურ ენაზე კი – ორივე ქვეყნის შესახებ. სინომედიის ჩამოყალიბების მიზანია ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთშეცნობა. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს სი ძინფინგის ინიციატივაში “ერთი სარტყელი, ერთი გზა”,  და გამომდინარე მისი ტერიტორიული მდებარეობიდან, წარმოადგენს  კარიბჭეს აზიასა და ევროპას შორის.

ამ  პროექტის ფარგლებში მოიმატა ჩინეთის საქართველოსადმი დაინტერესებამ, ინვესტიციები მომრავლდა, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩინეთი იქცა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინეთში ინფორმაცია საქართველოს შესახებ ჩინურ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის, ინფორმაციის უქონლობის შედეგად ჩინეთში საქართველოს შესახებ ცოტა რამ თუ სმენიათ. სინომედია კი ჩინეთს უშუალოდ მშბლიურ ენაზე უქმნის წარმოდგენას საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია კონსულტაცია ვიზებთან, საბუთების ლეგალიზაციასთან, უმაღლეს სასწავლებლებთან და ა.შ. დაკავშირებით. 

ჩვენი მიზანი ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება და კულტურათა ურთიერთგაცვლაა. სინომედიის სურვილია განახორციელოს პროექტები, რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს ჩინელ და ქართველ ხალხს.

ჩინეთი უძველესი ცივილიზაციაა და საქართველო, მართალია ჩინეთთან შედარებით პატარა ქვეყანაა, თუმცა  საკუთარი უძველესი ენის, კულტურის, ისტორიის წყალობით, ასევე ცივილიზაციაა, რომელიც დღესაც აგრძელებს არსებობას. ჩვენი სლოგანი  “ცივილიზაციათა დიალოგი”  სწორედ ამაზე მიუთითებს.

სინომედია ასევე ითვალისწინებს ქვეყნების ურთიერთ ინტერესებს, პატივს სცემს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა, რომლის განსახორციელებლად აქტიურად და თავდაუზოგავად მუშაობს ჩვენი გუნდი.

სინომედიის გუნდი არის ძალიან ძლიერი, შეკრული და მშრომელი, დაკომპლექტებულია ქართველი ჩინეთმცოდნეებით (სინოლოგებით) და ჟურნალისტებით, შესაბამისად სინომედიაზე ხდება გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის გაშუქება, ასევე ვიცავთ ჩინური საკუთარი სახელების სწორად წერის წესებს, ვხელმძღვანელობთ ქართველი სინოლოგებისა და ჩინელი სპეციალისტების ერთობლივად შემუშავებული და დადგენილი ბგერათა შესატყვისი ცხრილით.

სინომედიის გუნდი ერთი ოჯახია. ჩვენი მუშაობის  სტანდარტია მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, ძირითადი პრინციპებია თვითკრიტიკულობა, განვითარებაზე და მუდმივ ზრდაზე მუშაობა. 

ჩვენ თავს არ ვზოგავთ, რომ სინომედია გაცდეს საქართველოს საზღვრებს, ხმა მივაწვდინოთ ჩინეთს,  გავაგებინოთ პატარა საქართველოს შესახებ, სწორედ ქართველების სამშობლოსადმი სიყვარულმა განაპირობა ის, რომ დღეს საქართველო აქამდე მოვიდა და განაგრძობს არსებობას თანამედროვე მსოფლიოში.

სინომედია თანამშრომლობს ჩინეთის რამდენიმე წამყვან საინფორმაციო სააგენტოსთან, სამომავლოდ სწორედ მათთან ერთად მრავალ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყრება საფუძველი.

სინომედიის პრიორიტეტს სწორედ ეროვნულობა და ჩინეთმცოდნეობის, ანუ სინოლოგიის დარგში პროფესიონალიზმი წარმოადგენს.

Sinomedia(www.sinomedia.ge)是格鲁吉亚首家聚焦中格两国关系的网络新闻媒体,内容涵盖外交、经济、文化等多方面,并且是首家采用中-格-英三语的格鲁吉亚网络新闻媒体。

Sinomedia的初衷是拉近两国人民关系,增进了解。位于欧亚十字路口的格鲁吉亚在中国国家主席习近平倡议的“一带一路“中扮演着十分重要的角色。与此同时,中国对格鲁吉亚的投资等各方面兴趣与日俱增。这促进了格鲁吉亚的经济发展,使得格鲁吉亚选择中国成为其战略伙伴。值得注意的是,中国缺乏汉语的格鲁吉亚方面的信息,同样的格鲁吉亚也缺乏格语的中国方面信息。因此,Sinomedia提供三种语言的有效信息,让不同母语的人群能够及时获得咨询。同时,网站还提供关于认证、签证及高等教育等多方面的咨询信息。

我们的目的是建立跨文化关系,增进中格中格两国人民的情谊。中国拥有古老灿烂的文明,格鲁吉亚相较于中国是一个小国。但是同样拥有古老的语言文化和历史。我们的口号“文明之间的对话”也彰显着这一事实。Simomedia遵循着互惠互利益,互相尊重国家主权和领土完整的原则。 我们有一系列的发展计划,我们的团队也正朝着未来的目标努力着。

Sinomedia是一支凝聚力强,工作努力的集体,囊括了格鲁吉亚的汉学家和记者。因而我们注重新闻的准确性,比如汉语名字格语翻译的准确性等。Sinomedia是一个大家庭。我们对工作高标准严要求,追求自我批判与发展的准则。我们认为Sinomedia能够将格鲁吉亚带进中国人民的认知世界,让中国人民理解格鲁吉亚人强烈的爱国情感是格鲁吉亚得以在当今世界存在并发展的力量源泉。

目前,Sinomedia已经同中国领先的新闻媒体开展合作,今后双方的合作将有更进一步的发展。Sinomedia意在成为汉学界国家性和专业性的代表,同时也是我们努力的方向。

[:]