აპრილი13 , 2024
პოლიტიკაჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 400-მდე ფერმერი გადამზადდა

[:ka]ჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 400-მდე ფერმერი გადამზადდა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 400-მდე ფერმერი გადამზადდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, საქართველოში ჩინეთის კონსულთან სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში, ვან ლიენ ფოსთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს და ორწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს.

პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ხუნანის პროვინციის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.

„ჩვენ თანამშრომლობის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, პროექტის პირველი ფაზა წარმატებით განხორციელდა და ამის დასტურია ფერმერების მხრიდან პროექტში ჩართვის სულ უფრო მზარდი ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგეგმება პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.

სოფელ შულავერში სტუმრებმა იმ ადგილობრივი ფერმერების სათბურები დაათვალიერეს, რომლებსაც ბოსტნეული კულტურები ჩინური ტექნოლოგიით მოჰყავთ. ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე ფერმერს ჩითილები და სათბურების მოსაწყობი მასალა უსასყიდლოდ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე და სხვა. საქართველოსა და ჩინეთში აღნიშნულმა ჯგუფმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 400-მდე ფერმერისთვის 10 სასწავლო კურსი – საქართველოში და 2 – ჩინეთში ჩაატარა.

ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები