მარტი29 , 2024
ანალიტიკაჩინეთის გზა ეკონომიკური განვითარებისკენ

[:ka]ჩინეთის გზა ეკონომიკური განვითარებისკენ[:]

ირაკლი ქორქია, ახალგაზრდა სინოლოგი

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

50 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მშობლები ბავშვებს იმით აძალებდნენ ჭამას, რომ ეუბნებოდნენ „შეჭამე, ჩინეთში ბავშვები შიმშილობენ საჭმლის ნაკლებობის გამო“-ო.

ეს დიდი ხნის წინ იყო.  მას შემდეგ ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ ისე შეცვალა მსოფლიო, როგორც ოდესღაც ასტეროიდმა, რომელმაც დინოზავრები გადააშენა. 

დაბალგანვითარებული ქვეყანა, რომლის  მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობდა, გახდა ეკონომიკური სუპერძალა, რომელმაც მსოფლიო მწარმოებლობაში მოწინავე პოზიცია დაიკავა სულ რაღაც 50 წელში.   ჩინეთის ეკონომიკა დღესაც იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე სხვა დიდი ქვეყანა გაზრდილა ოდესმე. 

ჩნდება კითხვა, რა საიდუმლო იმალება ამ ზრდის მიღმა?

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლებმაც ჩინეთის ეკონომიკურ ზრდაში გადამწყვეტი როლი ითამაშა: ძალიან დიდი მოსახლეობა, წარმოების ეფექტიანობა და ინტენსიურობა და კაპიტალი.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ შეცვალეს ამ ფაქტორებმა ჩინეთის ეკონომიკა. 

ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე მშპ გახლავთ ქვეყნის მშპ გაყოფილი მოსახლეობის რაოდენობაზე. ჩინეთის 1978 წლის ეკონომიკური რეფორმის შემდეგ, ერთ სულ მოსახლეზე მშპ  წლიურად საშუალოდ 9%-ით იზრდებოდა. ეს კი გასაოცარი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2%-ზე მეტ ზრდას მსოფლიო ბანკები როგორც კარგ შედეგს ისე აფასებენ.

რა ხდება, როცა ინდუსტრიალიზაცია და 1 მილიარდი მუშახელი ხვდება ერთმანეთს ?

ჩინეთის საოცრად დიდ მოსახლეობას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წარმატებაში.

1979 წელს დანერგილი ერთი-შვილის პოლიტიკამდე ქვეყანაში გასაოცრად მაღალი შობადობა შეინიშნებოდა. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ 2014 წელს 15-64 ასაკობრივი კატეგორიის ადამიანების რიცხვმა 1 მილიარდს მიაღწია.  ეს რაოდენობა კი იდეალური ინსტრუმენტი იყო ინდუსტრიალიზაციისთვის. 

ინდუსტრიალიზაციამდელი ეკონომიკის ქვეყნები ფოკუსირდებიან სოფლის მეურნეობაზე.  ჩინეთს ჰყავდა გაუწვრთნელი, თუმცა დიდი რაოდენობით მუშახელი. ქვეყანამ წარამტებით მისდია აზიის კაპიტალის განვითარების მოდელს და გადავიდა სოფლის მეურნეობიდან მწარმოებლობაზე.  მართალია, ეს მეტ უნარებს მოითხოვდა მომუშავეებისგან, თუმცა, ამასთან საჭიროებდა უამრავ მუშახელს.  ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეები სოფლის მეურნეობის მიწებიდან გადაიყვანა ფაბრიკა-ქარხნებში.

  ბოლო პერიოდში, ჩინეთი ახალ ბაზარზე აქტიურად იწყებს შესვლას. ბაზარზე, სადაც კონკურენტები მისი ჩრდილო-აღმოსავლეთით მყოფი ქვეყნები – იაპონია და სამხრეთ კორეა არიან. საუბარია ტექნოლოგიისა და სერვისის სექტორზე.

ჩინეთისთვის საბედნიეროდ,  ქვეყნის ადამიანური კაპიტალი (დასაქმებული ადამიანები) განვითარდნენ პროფესიულადაც. 1990 წლიდან, უცხოური ინვესტიციების ზრდასთან ერთად, ჩინეთში საგრძნობლად გაიზარდა კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა.  ქვედა დიაგრამაზე თქვენ ნახავთ ჩინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული სტუდენტების რაოდენობას.  ( ურბანულ სივრცეებში ) .

pastedGraphic.png
Statistical Yearbook of China (2016), One Road Research

მოსახელობის კვალიფიკაციის ამაღლებასა და განათლებაში ჩადებული ინვესტიცია გამოადგა როგორც ინდივიდუალურ მოქალაქეებს, ასევე მთლიანად ინდუსტრიას.  გაზრდილ კვალიფიკაციასთან ერთად მომუშავეები ქმნიდნენ უფრო კონკურენტუნარიან პროდუქტებს. 

შემდეგ დიაგრამაზე თქვენ იხილავთ, თუ როგორ იზრდებოდა საშუალო ხელფასები ჩინეთში 1995 წლიდან 2015 წლამდე.  თუმცა, ამასთან იზრდებოდა კომპანიების მოგებაც.  სწორედ ამის ხარჯზე ჩინეთში დადგა პერიოდი, როცა მოგებული რჩებოდნენ როგორც კომპანიები, ასევე ცალკეული მოქალაქეები,რომლებიც იქ მუშაობდნენ.

pastedGraphic_1.png
Statistical Yearbook of China, One Road Research
დღეს განსაკუთრებით რთული ხდება პროდუქტის პოვნა, რომელიც არ დამზადებულა, აწყობილა ჩინეთში.  როგორ შეძლო ჩინეთმა მწარმოებლობის ასეთი დიდი წილის ხელში ჩაგდება?

1990-2000-იან წლებში ჩინეთმა სახელი გაითქვა, როგორც ქვეყანა, რომელიც უამრავი სახის პროდუქტს აწარმოებდა. მათ ამაში ხელი შეუწყო ე.წ. “copycat” კულტურამ, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების იმიტირებას გულისხმობდა. 

ამას შემდეგ მოჰყვა ქვეყანაში ტექნოლოგიური ცოდნის შემოოინება და ქვეყანა გადავიდა უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტების წარმოებაზე. ჩინეთი მალე გადაიქცა თანამედროვე, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველ სივრცედ.

„მიეცი ადამიანს თევზი და ის შეჭამს მას 1 დღეში. ასწავლე ადამიანს თევზაობა და მას არასდროს მოშივდება“ – ეს გამოთქმა ზუსტად შეესაბამება ჩინეთის წარმოების სექტორს.

2009 წელს იაპონურმა კომპანია Kawasaki Heavy Industries -მა დაიწყო ჩინეთში ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობა. ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, ჩინელმა ინჟინრებმა იაპონელებისგან ისწავლეს რკინიგზის მშენებლობის ძირეული ტექნოლოგიები და რამდენიმე წლის შემდეგ ჩინეთმა თავად დაიწყო ზუსტად იმავე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მსოფლიო მასშტაბის პროექტების წარმოება, რამაც შეამცირა Kawasaki-ს უპირატესობა მსოფლიო ბაზარზე.

ჩინეთმა მსგავს ხერხს ბევრ სხვა სფეროშიც მიმართა და ამით ბევრი სხვა მიმართულებით დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი.

თუ შეხედავთ ჩინეთის ხარჯებს, რომლებიც გამოყოფილია ტექნოლოგიურ კვლევაზე და განვითარებაზე, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთი ტექნოლოგიურ წინსვლა.  მათ  2012 წელს წარმოუდგენელი თანხა $160,6 მილიარდი დახარჯეს კვლევასა და განვითარებაზე.  ეს კი ამ მიმართულებით მსოფლიოში დახარჯული მთლიანი თანხის 1/5-ს შეადგენდა. 

კაპიტალიმნიშვნელოვანი ფაქტორი

სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გულუხვად მიღებამ წლების მანძილზე.  ამ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი წარმოებისა და სერვისის სექტორში მიდიოდა. 

pastedGraphic_2.png

დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, ჩინეთი შეუჩერებელი ჩანს და ინარჩუნებს გასაოცარ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.  ყოველწლიურად იმყარებს საკუთარ პოზიციებს მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებისა და სერვისის სექტორში.  სწორედ იმ ინდუსტრიებში, სადაც მოგება განსაკუთრებით დიდია.  საუბარია ქვეყანაზე, რომელმაც  უკვე წლებია ძალიან კარგად იცის, რა მიმართულებით უნდა წავიდეს მისი ეკონომიკა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები