22 დეკემბერს, ქართულ-ჩინური მედია პლატფორმა-სინომედია ატარებს ქართულენოვან ონლაინ კონკურსს – “ჩინეთის ექსპერტი 2019”.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით 16 დეკემბრამდე. გამარჯვებული მიიღებს საგზურს ჩინეთში, დანარჩენ 9 მონაწილეს ელის სასიამოვნო საჩუქარი.

კონკურსი ტარდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერით და ეძღვნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს.

ონლაინ ტესტირება ტარდება ჩინეთის შესახებ ქართულ ენაზე! კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 60 წლამდე პირებს საქართველოს მასშტაბით.

ონლაინ ტესტირებისთვის გექნებათ 15 წუთი, 70 კითხვა 4 სავარაუდო პასუხით. თითოეული დარეგისტრირებული კონკურსანტი მიიღებს პირად ინფომაციას ინსტრუქციით საკუთარ ელ-ფოსტაზე.