[:ka]ჩინეთის მთავრობა მხატვრულ შემოქმედებას წაახალისებს[:]

[:ka]

ჩინეთის კულტურის სამინისტრომ მხატვრული შემოქმედების წახალისების მიზნით გეგმა შეიმუშავა. გეგმის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და 2020 წლამდე გაგრძელდება.

რიგით მე-13 ხუთწლიანი გეგმის მთავარი მიზანი 100 კლასიკური ნამუშევრის შექმნა და 150 ხელოვნების გამოფენის გამართვაა. გეგმის მიხედვით დაფინანსდება 4000-მდე ხელოვნების პროექტი და ხელი შეეწყობა 1,000-მდე დრამატურგის, რეჟისორის, მუსიკოსის, კრიტიკოსისა და სხვა მხატვრული ნიჭის განვითარებას.

“გეგმა მოიცავს კონკრეტულ მიზნებს, მივაღწიოთ ტრადიციული კულტურის განვითარება, ხელოვანთა და ხელოვნების სახელმძღვანელოთა გაძლიერებით,”– განაცხადა ჩინური კულტურის რეფორმის ექსპერტმა და ჩინეთის მმართველი აკადემიის მეცნიერმა, ცი შუიუმ.

2017 წლის მაისში მთავრობის მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, ჩინეთი მიზნად ისახავს დისტანციურ და ღარიბ რეგიონებში უფრო ფართო საზოგადოებრივი კულტურული ობიექტების მშენებლობას, ტრადიციული კულტურის გაძლიერებისთვის. ასევე, რადიოსა და სატელევიზიო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ხელოვანთათვის გრანტით წახალისებას.

[:]

კომენტარის დატოვება