აპრილი25 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ჩინეთის მთავრობისა და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიები

ჩინეთის მთავრობისა და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიები

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

ყოველწლიურად იმატებს ჩინური ენით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი საქართველოში და აგრეთვე იმ ადამიანების რაოდენობაც, რომელთაც სწავლის გაგრძელება და ჩინური ენის გაღრმავება სწორედ ჩინეთში სურთ.  საქართველოს მოქალაქეებს კი ჩინეთში სწავლის შანსს ჩინეთის მთავრობა და კონფუცის ინსტიტუტი აძლევს. 

ჩინეთის მთავრობის სტიპენდია გათვლილია, როგორც ერთ წლიანი ენის შემსწავლელი კურსის გავლის მსურველთათვის, ასევე მათთვის ვისაც ჩინეთში სურთ ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურზე სწავლა. აღნიშნული სტიპენდია სრულიად ფარავს სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს და აგრეთვე უზრუნველყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას. ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები ყოველწლიურად ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ცხადდება და კანდიდატების შერჩევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესბუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ჩინეთი-UNESCO-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ძირითადად ჩინური ენის ერთწლიან პროგრამას მოიაზრებს. აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში დაფინანსებულია სწავლის, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯები, ამასთანავე უზრუნველყოფილია ყოველთვიური სტიპენდიაც.

ამასთან საყურადღებოა!

ჩინური ენის შემსწავლელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად კონკურენციამ საგრძნობლად მოიმატა, რის გამოც ბევრი სტუდენტი სტიპენდიის გარეშე დარჩა. წამსვლელთა სამართლიანი გადარჩევისთვის გამკაცრდა მოთხოვნები. ამჟამად, ჩინეთის სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა ჩინური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე და ამის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ჩინურ ენაში (HSK), ანუ სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა მინ. HSK 4 სერტიფიკატის ქონა. ყურადღება მიექცევა გამოცდაში მიღებულ ქულებს, ასევე საქართველოში სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას.

ჩინეთის მთავრობის გარდა სტიპენდიებს ასევე გასცემს კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც ჩინური ენის შემსწავლელ ერთწლიან პროგრამას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. აღნიშნული პროგრამაც სრულიად ფარავს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს და სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდიით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტიპენდიების ფარგლებში ძალიან ბევრ ქართველს საშუალება ეძლება მიიღონ უმაღლესი განათლება ჩინეთის უნივერსიტეტებში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიუმჯობესონ ჩინური ენა. დღესდღეისობით ქართველ სტუდენტებს შეხვდებით ჩინეთის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: პეკინის უნივერსიტეტი, ცინგხუას უნივერსიტეტი, ჭეძიანგის უნივერსიტეტი, ჟენმინის უნივრსიტეტი, ფუტანის უნივერსიტეტი და სხვა.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები