[:ka]ჩინეთის ოლიმპიური ჩემპიონი სპორტში დაბრუნებას გეგმავს[:]

[:ka]

ტრავმებმა შესაძლოა ნაადრევად დაასრულეს მისი კარიარა, მაგრამ ჩინეთის ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი სიუ ლიძია თვლის, რომ მას საყვარელ სპორტთან დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.

30 წლის ოქროს მედალოსანმა სპორტსმენმა შანხაიდან ორივე მხარზე ქირურგიული ოპერაციის გადაიტანა და ახლა მკურნალობის კურსს გადის, შესაბამისად უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ მიიღებს თუ არა მონაწილეობას  ტოკიოს 2020 თამაშებში, თუმცა სუს განცხადებით, მისი მიზანია 2020 წლისთვის გამოჯანრთელება და კარიერული წინსვლის გაგრძელება.

უსიამოვნებების მიუხედავად, სუ’ს ენთუზიაზმი  არდროს არ განელებულა და ის ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ სპორტის ეს სახეობა – აფროსნობა, განავითაროს ჩინეთში. ის იმედოვნებს, რომ სამამულო ნიჭი არ დაიკარგება, არამარტო ოლიმპიურ თამაშების, არამედ სხვა ღონისძიებების მეშვეობითაც.

“ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტი მეზღვაური მიიღებს მონაწილეობას პროფესიონალურ შეჯიბრებებში” – განაცხადა სუმ.

“მე მიყვარს აფრით ცურვა და მთელი ცხოვრება ამას მივუძღვენი, თუ ვეღარ შევძლებ პროფესიონალურ აფროსნობაში მონაწილეობის მიღებას აუცილებლად შევეცდები, რომ ამაში სხვებს დავეხმარო.”

დიდ ბრიტანეთში სწავლის პარალელურად სუმ მოხალისედ დაიწყო მუშაობა მედია ჯგუფში, რომელიც ექსტრემალურ აფროსნობის მიმდევარია.

ყოფილი სპორტსმენი ახლა აფროსნობის ბლოგის ხელმძღვანელია და პოდკასტებს წერს. მან განაცხადა, რომ სანამ სპორტის განვითარება ჩინეთში “ დიდ გამოწვევად” რჩება, პოტენციალი მაინც “უზარმაზარია”  ბოლო ოლიმპიური თამაშების მიხედვით.

სუს სჯერა, რომ ის გაუმკლავდება მხრის ტრამვების ტკივილს, რომელმაც აიძულა იმ სპორტის დატოვება, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილი იყო.

დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო აფროსნებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებმაც გააგრძელეს კარიერული წინსვლა, სუს უფრო დიდი სურვილი გაუჩნდა და მიზნად დაისახა, რომ ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე მიიღოს მონაწილეობა. “აფროსნის კარიერა შეიძლება ძალიან გრძელი იყოს, მაგალითად ერთ-ერთი აფროსნობის ჩემპიონი რიოს თამაშებზე 54 წლის იყო.”

“ვფიქრობ, რომ აფროსნობა დიდებული სპორტის სახეობაა და თუ მე შევძლებ გამოჯანმრთელებას მიღებული დაზიანებების შემდეგ, აუცილებლად გავაგრძელებ ვარჯიშს უფრო მეცნიერული თვალსაზრისითაც, ვიმედოვნებ რომ ჩემი კარიარა იმაზე დიდხანს გაგრძელდება ვიდრე მე წარმოვიდგენ”

[:]

კომენტარის დატოვება