[:ka]

ჩუნგცინგი მდებარეობს, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის, აღმოსავლეთ მხარეს, სადაც მდინარე ძიალინგი უერთდება  მდინარე იანძის.  „იუ“, მუნიციპალიტეტის ადრეული და მოკლე სახელწოდებაა. 1997 წელს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ გადაწყვიტა, გამოესწორებინა ადმინისტრაციული დაყოფა და ჩუნგცინგი, ცენტრალური მართვის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ, მუნიციპალიტეტად აღიარა. ეს არის უახლესი, ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული  ერთეული, რომელსაც აქვს საკმაოდ ფართო ადმინისტრაციული საზღვარი.

Image result for chongqing downtown

ჩუნგცინი ცნობილია, როგორც  „მთის ქალაქი“. ის ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია, ციცაბო ფერდობებითა და მთებით, რაც განაპირობებს ნოტიო ქარს – ზაფხულობით და ჭარბ ნისლს – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.  საშუალოდ, წელიწადში აქ 100-150 ნისლიანი დღეა, ამის გამო, მას „ნისლის ქალაქსაც“ უწოდებენ.

როგორც, პაიუ ცივილიზაციის აკვანი, ჩუნგცინგი არსებობის საამიათას წელს ითვლის. ჩინეთის ისტორიაში, მას სამჯერ ეჭირა დედაქალაქის ადგილი. უფრო მეტიც, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მუნიციპალიტეტი იყო მეორე დედაქალაქი კუომინტანგის  პროვინციის.  ამ პერიოდში, ქალაქი გახდა ჩინეთის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრი.

Image result for chongqing city

ჩუნგცინგი ტურისტული რესურსების სიუხვითაც გამოირჩევა. მრავალი ტურისტს, სახლიდან თუ საზღვარგარეთიდან, იზიდავს მდინარე  იანთზისთან მდებარე “სამი ხეობა“, მეორე მსოფლიო ომისგან შემორჩენილი ხედები, რომელიც ქალაქის სხვადასხვა კუთხეშია, აგრეთვე, მთა ფიფაზე მდებარე პარკი, წითელი ვარსკვლავის პავილიონი, ელინგის პარკი. შესანიშნავი სანახავია  „მთის ქალაქის“  ღამის ხედები, ხედი მდინარეჩაოთიენმენიდან, ქალაქ ძიეფანგპეის ხედი და ჩრდილოეთის და სამხრეთის ცხელი ნაკადულები. ქალაქის კულტურული და ისტორიული მხარეები მოიცავს, კელშან მავზოლეუმს, ხუანგშანის მთავარ რეზიდენციას, ტაწუს  ქალაქის ქვის ორნამენტებს, კუის ბაღს,  ჭანგ ფეი-ს ტაძარსა და იდუმალ, დაკიდებულ მიცვალებულთა სასახლეებს, მდინარე ტანნინგის გასწვრივ, რომელიც მნახველში ყოველთვის აღტაცებასა და ხშირად, გაოცებას იწვევს.

რაც შეეხება ადგილობრივ საკვებს…

„ნისლის ქალაქის“ სტუმრობისას, თქვენ საშუალება გეძლევათ დააგემოვნოთ ცხარე ქათამი ჩუნგცინგურად, ვანგ მაოსიუე  ან იხვის სისხლი ცხარე სოუსით, აგრეთვე, ფენგტუს ცხარე ქათამი, მრგვალი, პატარა ბრინჯის ბურთულები და იონგჩუენის ძეხვი.

ადგილობრივ კულტურის შესაცნობად, აუცილებლად ეწვიეთ ს’ჩუანის ოპერას, სიუშანის ყვავილების ლამპრებს, მოინახულეთ ახალი წლის ფერწერა, თუძიას ეროვნული უმცირესობის ხელის რხევის ცეკვა და მიაოს დაფდაფების ცეკვა.

[:]