ჩინეთის ხელოვნური მზის პროექტი

ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის ( CNNC )-ს განცხადებით, წლის ბოლომდე ქალაქ ჩენგტუში, სამხრეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში გაიხსნება სადაც იფუნქციონირებს “HL-2M დანადგარი”, რომელსაც შეუძლია 200 მილიონ °C-ზე პლაზმას გამომუშავება. ამ რეაქტორს სხვანაირად ხელოვნურ მზეს უწოდებენ.

ასეთი რაოდენობის სითბოს გამოყოფა მნიშვნელოვანია ფუზიის პროცესისთვის, რომლის მეშვეობითაც მზე გამოჰყოფს ენერგიას. საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორი, რომელიც ასევე მშენებლობის პროცესშია სამხარეთ საფრანგეთში, იფუნქციონირებს 150 მილიონ გრადუსზე.

სიჩუანში ცენტრის მშენებლობა წინგადადგმული ნაბიჯია იქითკენ, რომ ჩინეთს ჰქონდეს საკუთარი Fusion Engineering Test Reactor 2021 წლისთვის. ზემოთ ხსენებული HL-2M დანადგარი კი ამისთვის კრიტიკულად საჭირო პლატფორმაა. ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ამ ტექნოლოგიაში, რომელსაც აქვს პოტენციალი გამოიმუშავოს უწყვეტი სუფთა ენერგია. მათი გეგმის მიხედვით, 2021 წლისთვის დასრულდება ექსპერიმენტული რეაქტორის მშენებლობა, 2035 წელს ხელთ ექნებათ ინდუსტრიული პროტოტიპი და ფართომასშტაბიანი კომერციული გამოყენება 2050 წლიდან იქნება შესაძლებელი.

მეცნიერებისთვის მთავარ სირთულეს წარმოადგენს შექმნილი ენერგიის კონტროლი.  სიჩუანში მეცნიერებს ექნებათ შესაძლებლობა, ექსპრემალურ პირობებში უპრეცედენტო ექსპერიმენტები ჩაატარონ. კაო ჭე-ს განცხადებით, რომელიც ცინგხუას უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორია, არ არსებობს გარანტიები, რომ ამ გზით სუფთა ენერგიის პრობლემა მოცემულ ვადბში გადაიჭრება, თუმცა მეცნიერების ვალდბულება, განსხვავებულ პირობებში ჩაატარონ ყველა საჭირო ექსპერიმენტი.  ჩინეთის მიერ ამ კუთხით გაწეული რესურსები და ფინანსები კი უპრეცედენტოა.

 სიჩუანის ცენტრში ჩატარებული სამუშაოები კი ხელს შეუწყობს საფრანგეთის ცენტრში მიმდინარე ექსპერიმენტებსაც, რადგანაც ეს პროექტი საერთაშორისოა და ჩინეთი მისი ერთ-ერთი წევრი ქვეყანაა შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან, იაპონიასთან, რუსეთთან და სამხრეთ კორეასთან ერთად. საფრანგეთში მიმდინარე პროექტის ჯამური ღრებულება 20 მილიარდი ევროა და ის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი და ძვირადღირებული საერთაშორისო სამეცნიერო  პროექტია მსოფლიოში.

კომენტარის დატოვება