[:ka]

მზარდი დაძაბულობის მიუხედავად, ჩინეთისა და გერმანიის მინისტრები, 18 იანვარს გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ერთმანეთს შეხვდნენ და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩინეთსა და გერმანიას შორის დაძაბულ ურთიერთობებს რამდნეიმე მიზეზი განაპირობებს. პირველ რიგში, ეს ეხება გერმანული  ბიზნესების მოთხოვნას, პეკინისადმი პოლიტიკა უფრო გამკაცრდეს, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა საბაზრო წვდომა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. მეორეს მხრივ, ჩინური ტელეკომის გიგანტი-ჰუავეი, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს მთელ დასავლეთ ევროპაში. მიუხედავად ამისა, ბანკირებისა და პოლიტიკოსების თავშეყრის ფორუმზე ორმა მხარემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რომლის მიზანია ეკონომიკურ გაურკვევლობასთან დაკავშირებული სიტუაციის შეცვლა.

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, ლიუ ხე-მ, რომელიც სი ძინფინგის მთავარი მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.მისივე განცხადებით, ორივე მხარე დებს პირობას, დაიცვან მულტილატერალიზმი, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები და დაიცვან სავაჭრო სისტემას, რომელიც WTO-ს წესებს ემორჩილება. ასევე, რთული ეკონომიკური სიტუაციის პირობებში, მეტი ყურადღება მიექცევა მაკროეკონომიკურ საკითხებსა და გლობალურ ეკონომიკურ სისტემას. მან ისიც დაამატა, რომ საჭიროა ურთიერთობის გაღრმავება არა მხოლოდ ჩინეთსა და გერმანიას შორის, არამედ ჩინეთსა და ევროპას შორისაც, რათა აღმოიფხვრას მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობა და ბუნდოვანება. გერმანიის ფინანსთა მინისტრმაც ხაზი გაუსვა ურთიერთობის მნიშვნელობას და გამოთქვა პრაგმატული ურთიერთობების გაფართოების სურვილი , რათა განმტკიცდეს ორ მთავარ ეკონომიკას შორის კავშირები.  მან ასევე ახსენა ბრექსიტიც, რომელიც გავლენას მოახდენს როგორც ევროპაზე, ისე გლობალურ ეკონომიკაზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინეთის ვიცე-პრემიერს 30/31 იანვარს ვაშინგტონშიც ელიან. ვიზიტის მიზანია აშშ-სთან არსებული სავაჭრო დავის შეძლებისდაგვარად მოგვარება.

საერთაშორისო ვაჭრობის შედარება

მოცემული გრაფიკები გვთავაზობს ორი ქვეყნის მთლიანი ექსპორტისა და იმპორტის ვიზუალიზაციას. ჩინეთი უკვე გერმანიის ყველაზე მსხვილი პარტნიორია, თუმცა ამაზე გარკვეული გავლენა ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო ომმა მოახდინა. პეკინთან ბერლინის ვაჭრობის ნახევარზე მეტი საპორტო ქალაქ ჰამბურგს უკავშირდება. ჩინელთა პატივისცემით მას ხშირად Han Bao-ს და „ჩინეთის ციხესიმაგრეს“ უწოდებენ. აქ  არსებული ყოველი მესამე კონტეინერი ან ჩინეთიდანაა ჩამოსული, ან ამზადებენ ჩინეთში გასაგზავნად. გერმანიაში 900-ზე მეტ ჩინურ კომპანიას აქვს ფილიალი, მათ შორის 550 ასეთი ფირმა ჰამბურგშია დაფუძნებული. 2017 წელს გერმანიასა და ჩინეთს შორის ვაჭრობამ $230 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა წინა წლის $210 მილიარდთან შედარებით.

როგორც უკვე აღინიშნა, 18 იანვარს შედგა ჩინურ-გერმანული მაღალი დონის მეორე ფინანსური დიალოგი, რომელზეც რამდენიმე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მათგნ ერთ-ერთი ითვალისწინებს, რომ ფრანქფურტის ტერიტორიაზე განვითარდეს ოფშორული ზონა ჩინური იუანის ბაზრისთივს. ასევე დაიდო შეთანხმება, რათა გაღრმავდეს კოორდინაცია ჩინურ და გერმანულ ბანკებს შორის.

შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა ყოველმხრივ გახსნა მისი ფინანსური სისტემა, ღიაობა გამოაცხადა, რაც გარკვეულ შესაძლებლობეს სთავაზობს ორივე მხარეს. ოლაფ შოლცმაც შეაქო ჩინეთის პროგრესი ფინანსური ბაზრების გახსნის გამო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი ტენდენციები, რომელიც განსხვავებულ მიდგომებს ითვალისწინებს. შედეგად, პროგრესი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შორის ცალსახაა. შოლცმა პირობა დადო, რომ უზრუნველყოს გერმანიაში უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნა ჩინეთისთვის.

[:]