[:ka]ჩინეთი კომერციული საბინაო გაყიდვების კონტროლს განაგრძობს[:]

[:ka]

ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის სტანდარტიზაციისათვის ჩინეთი კომერციულ საკუთრებაში არსებული ქონების ფასეულობების შემოწმებას დაიწყებს.

30 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საბინაო და ურბანული სოფლის განვითარების სამინისტრო და ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისია ერთობლივად შეისწავლიან უძრავი ქონების დეველოპერებისა და აგენტების დარღვევებს კომერციული ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით. დარღვევები ძირითადად მოიცავს საბინაო გაყიდვების შესახებ ინფორმაციის გაყალბებას, ყალბი რეკლამის განთავსებასა და ბინის ხელოვნურად გაზრდილ  ფასებს.

შემოწმების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო სათანადო რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და ტიპიურ შემთხვევებს გაასაჯაროვებს.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს განცხადებით, გამოკითხული 70 ქალაქიდან 44-ში უძრავი ქონების ფასი თვიდან თვემდე გაიზარდა.

[:]

კომენტარის დატოვება