აპრილი24 , 2024
ახალი ამბებიჩინეთი საქართველოს 1000 სწრაფ ტესტს საჩუქრად გადმოსცემს

ჩინეთი საქართველოს 1000 სწრაფ ტესტს საჩუქრად გადმოსცემს

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველო ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციისგან საჩუქრად კორონავირუსის დასადგენად საჭირო 1000 სწრაფ ტესტს მიიღებს.

გამყრელიძის თქმით, აპრილის ბოლოს მზად იქნება ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის ტესტები, რომელიც პასუხს 1 საათში იძლევა და ქვეყნის მასშტაბით ასეთი ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი გვაქვს.

„დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვიცით, რომ აპრილის ბოლოს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კომპანიის ტესტ-სისტემები დამზადდება, რომელიც ჩვენთან ტუბერკულოზზე და შიდსზე მუშაობს. ეს არის ძალიან ადვილი სახმარი კარტრიჯები, რომელიც 1 საათში გვაძლევს პასუხს. ჩვენ გვიდგას ამ ტესტ-სისტემებისთვის 45 აპარატი ქვეყანაში და ეს აპარატები დეცენტრალიზებულია ყველა რეგიონში. ასევე ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს საჩუქრად დაახლოებით 1000 ტესტზე, გუშინ მივიღე ეს წერილი. თუმცა, მათგან არცერთი ჯერჯერობით არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად”, -გაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა.

[:]

SourceIpn

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები