[:ka]ჩინეთი საცალო ონლაინ გაყიდვების ლიდერია[:]

[:ka]

2017 წელს საცალო ონლაინ გაყიდვების საერთო ღირებულებამ 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა. უკანასკნელი მაჩვენებლით, ჩინეთი ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ბაზარია მსოფლიოში.

S&P Global Ratings-ის განცხადებით, შეფასება ეფუძნება რამდენიმე  დღის წინ გლობალური გაყიდვების ფესტივალზე ონლაინ გაყიდვებით დამყარებულ რეკორდს. აქედან გამომდინარე, მომდევნო 12-24 თვეში, ჩინეთის ონლაინ საცალო მრეწველობის  20-25%-ით ზრდას ვარაუდობენ.

საინფორმაციო პორტალი stcn.com- ის განცხადებით, გაყიდვების ის მაჩვენებელი, რომელიც გასულ შაბათს, 11 ნოემბერს, დაფიქსირდა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩინეთის ონლაინ საცალო ვაჭრობის ბაზარს ზრდისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია. “უფრო მეტი პროდუქტი შევა ინტერნეტში, გაიხსნება ახალი კატეგორიები, ხოლო მობილური შეღწევადობის გაზრდა ხელს შეუწყობს ონლაინ გაყიდვას” _ განაცხადა stcn.com-ის ანალიტიკოსმა შალინ ტეომ.

2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საცალო ონლაინ გაყიდვები 34%-ით გაიზარდა და 5.54 ტრილიონი იუენი შეადგინა.

[:]

კომენტარის დატოვება