[:ka]ჩინეთი, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის 70 წლისთავს აღნიშნავს[:]

[:ka]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის 70 წლისთავს აღნიშნავს.

დღესასწაული სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნება,მათ შორის საზეიმო წვეულებით, ტრადიციული დოღის ღონისძიებითა და ორთაბრძოლებით.

ჩინეთის საუკეთესო პოლიტიკურმა მრჩევლმა უ’ჭენგშენგმა 7 აგვისტოს შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის 70 წლისთავის აღსანიშნავად საჩუქრები წარადგინა ადგილობრივი მმართველების დელეგაციასთან ერთად.

ავტონომიური რეგიონი 1947 წლის 1 მაისს დაფუძნდა, ის ქვეყნის 5 ავტონომიური რეგიონიდან ერთ-ერთია და პროვინციის დონის პირველი ავტონომიური რეგიონია ჩინეთში, დანარჩენებია: სინგძიანგი, ტიბეტი,  ნინგსია, კუანგსი.

ავტონომიური რეგიონების ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის, ქვეყნის მასშტაბით, პრეფექტურები და საგრაფოები იყო წარმოდგენილი, თანასწორობის, სოლიდარობისა და საერთო ეკონომიკური განვითარების შესაქმნელად.

შიდა მონღოლეთი 1.18 მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, ეს დაახლოებით ქვეყნის ფართობის 12% – ია. მოსახლეობის რაოდენობა 4.6 მილიონია.

ბოლო 70 წლის განმავლობაში, რეგიონის ეკონომიკა 537 მილიონი იუანიდან ($78 მილიონი) 1.86 ტრილიონ იუანამდე გაიზარდა.

[:]

კომენტარის დატოვება