მარტი24 , 2024
Projectsჩინეთში აზიის უმსხვილესი მაღალსიჩქარიანი მიწისქვეშა სარკინიგზო სადგური შენდება

[:ka]ჩინეთში აზიის უმსხვილესი მაღალსიჩქარიანი მიწისქვეშა სარკინიგზო სადგური შენდება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

პეკინში, ჩინეთის დიდი კედლის ქვეშ, მსოფლიოში ყველაზე ღრმა და აზიის უმსხვილესი მაღალსიჩქარიანი მიწისქვეშა სარკინიგზო სადგური აშენდება. 36,000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მშენებარე სადგური 3 სართულს დაიკავებს, პლატფორმით, შესასვლელითა და გასასვლელით. სარკინიგზო ტრასები მიწის ზედაპირიდან 102 მეტრის სიღრმეზე განთავსდება. ესკალატორის 62 მეტრიან ბილიკთან ერთად, მგზავრებს მეტროში ჩასასვლელად ლიფტიც მოემსახურება. ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა 2016 წლის 15 აპრილს დაიწყო.

პროექტის გენერალური დირექტორის ჩენის განცხადებით, ვინაიდან ახალი სარკინიგზო სადგური უნდა შეიცავდეს 78 მღვიმესა და უამრავ გზაჯვარედინს, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაოა ქვეყანაში. პროექტის მენეჯერმა, ძიანგ ს’მ დაამატა ისიც, რომ მღვიმეში არსებულმა ქანების სიხისტემ მუშათა მოლოდინს გადააჭარბა. ამგვარი ვითარების გამო სამუშაო პროცესები შენელდა.

რკინიგზის სადგური შენდება ჩინეთის დიდი კედლის ქვეშ და არსებული სარკინიგზო ხაზი, პეკინსა და ჭანგძიაქოუს შორის, გაყვანილია 100 წლის წინ, ამიტომ საჭიროა შემუშავდეს აფეთქების ახალი ტექნოლოგია, რათა მოხდეს გვირაბის სრულყოფილი შესწავლა.

გვირაბში 4,500-ზე მეტი აფეთქება უკვე განხორციელდა. მუშები იყენებენ ელექტრონულ დეტონატორებს, რათა მთებისა და დიდი კედლის შიგნით ზემოქმედების შემცირების მიზნით გააკონტროლონ პატარა აფეთქებათა ვიბრაცია. მუშაობას მეტად საფრთხილოს ხდის მიწისქვეშა წყლები. მუშებს ყოველდღიურად 19,000 კუბური მეტრი წყლის ამოტუმბვა უწევთ.

პეკინი – ჭანგძიაქოუ მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ხაზის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2019 წელს დასრულდება. ახალი სარკინიგზო მაგისტრალი მგზავრებს საშუალებას მისცემს ქალაქიდან ქალაქში ერთ საათში გადაადგილდნენ. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვისაც.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები