[:ka]ჩინეთში ამინდის გაუარესების გამო ლურჯი გამაფრთხილებელი სიგნალი აანთეს[:]

[:ka]

მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთის ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე ზოგიერთ ადგილებში მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო, ჩინეთის ეროვნული ამინდის საზედამხედველო ჯგუფი ლურჯი გამაფრთხილებელი სიგნალის გაშვებას განაგრძობს.

ეროვნული ამინდის საზედამხედველო ჯგუფის (NMC) ცნობით, 1 აგვისტოდან 2 აგვისტოს ჩათვლით შიდა მონღოლეთში, შანსის პროვინციაში, ხეპეისა და ხაინანში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. ზოგიერთ რეგიონში ნალექის რაოდენობა 150 მილიმეტრს მიაღწევს, ძლიერ წვიმასთან ერთად, სინოპტიკოსები ჭექა-ქუხილსაც ვარაუდობენ.

მოსალოდნელი ამინდის გაუარესების გამო, ცენტრმა ადგილობრივი ხელისუფლება გააფრთხილა, შეამცირონ გარე საქმიანობა და მიიღონ საჭირო ზომები ძლიერი ქარის, წყალდიდობისა და გეოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

ჩინეთში მოქმედებს ოთხფერიანი კოდირებული ამინდის გაფრთხილება: წითელი ყველაზე მძიმე, ნარინჯისფერი, ყვითელი და ლურჯი.

[:]

კომენტარის დატოვება