[:ka]ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტის სავარაუდო ზრდას ელოდებიან [:]

[:ka]

2018 წელს, ექსპერტები ეკონომიკური ზრდის ფონზე ჩინეთში ნავთობის იმპორტის 7.7%-ით გაზრდას ელოდებიან.

CNPC ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განცხადებით, ქვეყნის  ნედლი ნავთობის იმპორტი 451 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც ჩინეთის მთლიანი მიწოდების 70.1 პროცენტს შეადგენს. გასულ წელს, მსოფლიოში ნავთობის იმპორტი 396 მლნ ტონით ანუ 10.8%-ით გაიზარდა. ჩინეთმა უკან მოიტოვა ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ იმპორტიორი გახდა.

CNPC ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მოთხოვნა თანდათან გაიზრდება 2018 წელს. ბუნებრივი აირის ქვეყნის შიდა მოთხოვნა სავარაუდოდ 8.8%-ით გაიზრდება.

 [:]

კომენტარის დატოვება