Home Lifestyle ჩინელი დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზე

[:ka]ჩინელი დიზაინერები მილანის მოდის კვირეულზე[:]

0
4384
Angel Chen - ის გაზაფხული/ზაფხულის 2017 წლის კოლექციის ჩვენება. [ფოტო/CGTN]

[:ka]

მილანის მოდის კვირეული მხოლოდ Gucci, Fendi და Prada არ არის.

 Camera Nazionale della Moda Italiana (CNMI) – ის მიერ შემუშავებულ სიაზე დაყრდნობით, 4 ჩინელი დიზაინერი საკუთარ ბრენდს, მილანის მოდის კვირეულზე, გაზაფხული-ზაფხული 2018- ზე საკუთარ კოლექციას წარადგენს.

Angel Chen – ის გაზაფხული/ზაფხულის 2017 წლის კოლექციის ჩვენება. [ფოტო/CGTN]

მოდის გავლენიანი ბრენდები, როგორებიცაა Gucci, Alberta Ferretti, Max Mara, Fendi, Prada და Moschino საბოლოო კოლექციებს წარადგენენ შემდეგი სეზონისთვის.

ანჯელ ჩენმა, რომელის შემოდგომა/ზამთრის 2017 კოლექციის დებიუტი Mercedez-Benzi – ის ჩვენებაზე შედგა, მეორე კოლექციის წარდგენას კი CNMI – ზე გეგმავს.

Business Of Fashion – ის ანგარიშის მიხედვით, შანხაიში დაარსებულმა Central Saint Martins- მა ღიად განაცხადა, რომ მილანს უფრო განვითარებული ბაზარი აქვს ახალგაზრდა დიზაინერებისთვის.

ასახსნელად, მან გაიხსენა საკუთარი გამოცდილება როდესაც ესტუმრა Milano Unica – ს, რომელიც პარიზის Premiere Vision- ს საერთოდ არ ჰგავს. “სამი დღით ვესტუმრე მილანს,  უფრო მეტად დიდ ბრენდებთან თანამშრომლობენ, თუმცა ღია დამოკიდებულება გამოავლინეს – როდესაც ვაჩვენე ჩემი ნამუშევრები, ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ ჩემთან თანამშრომლობის იდეას, პარიზის Premiere Vision – თან სტუმრობისას კი მივხვდი, რომ ადამიანები აზიელ მომხმარებლების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი”

Milano Moda Donna [ფოტო/CGTN]

სხვა ჩინური ბრენდები, რომლებიც  ახალი ენერგიის და კრეატიულობის დანერგვას საერთაშორისო მოდის ფლატფორმისთვის აპირებენ არიან: იანგ’წ-ს ANNAKIKI, ოუ მინძიეს Ricostru და თანადამფუძნებლების, ჭუნგ ძიაცისა და ჯენი ნელსონის Tommy Zhong.

მილანის მოდის კვირეული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნვნელოვანი ღონისძიებაა, ლონდონის, ნიუ იორკისა და პარიზის მოდის კვირეულებთან ერთად. ამ წელს მილანი 20-25 სექტემბრამდე, მსოფლიოს გაოცებას სხვა ორი ღონისძიების შემდეგ გეგმავს.

[:]

NO COMMENTS