[:ka]ჩინური გარემოსდაცვითი კომპანიები “სარტყელი და გზის” ბაზარზე გამოჩდნენ[:]

[:ka]

Economic Information Daily-მ გამოაქვეყნა გარემოსდაცვითი ინსტიტუტის E20-ს უახლესი  მონაცემები,  ჩინეთის 44 გარემოსდაცვითმა კომპანიამ 54 ქვეყანაში 149 კომპანიასთან მოაწერა ხელი, რომელთა 60% ინიციატივასთან “სარტყელი და გზა” არის დაკავშირებული.

ეს კონტრაქტები მოიცავს საკანალიზაციო პრობლემების მოგვარებას, მყარი ნაგვის დამუშავებას, ჰაერის დაბინძურებას, ნიადაგის დაბინძურებას და ხმაურს, მაგრამ ამ ხელშეკრულების ნახევარი, ძირითადად საკანალიზაციო პრობლემის მოგვარების შესახებ არის.

თუმცა, 2016 წელს ჩინეთის მიერ საზღვარგარეთ გაცემული პირდაპირი ინვესტიციების დიდი წილი, მხოლოდ 1.57 მილიარდი იუანის (238.8 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიცია განხორციელდა “სარტყელი და გზის” მონაწილე ქვეყნებში. E20 ინსტიტუტმა იწინასწარმეტყველა, რომ გლობალური გარემოსდაცვითი ბაზარი დაახლოებით 7.5 ტრილიონ იუანს შეადგენდა, ხოლო ჩინეთის გარემოსდაცვითი სექტორი 15 პროცენტზე ნაკლებს ითვლის.

მაგრამ 2017 წელს “სარტყელის და გზის” ქვეყნებში ინვესტიციები სწრაფად გაიზარდა და ამ ქვეყნებში წელიწადში 4.27 მილიარდი იუანის ინვესტირება განხორციელდა.

E20 ინსტიტუტის მონაცემებით, ჩინური გარემოსდაცვითი კომპანიები “გლობალურობისკენ მსრაფველ” ნაბიჯს 3.0 ეპოქაში გადადგამენ.

1.0 ეპოქაში, ჩინურმა კომპანიებმა გაყიდა აღჭურვილობა და 2.0 ეპოქაში, გაიყიდა მომსახურეობა პროექტებისთვის.

თუმცა, 3.0 ეპოქაში, რომელიც 2013 წლით თარიღდება, ჩინურმა კომპანიებმა დაიწყეს შერწყმისა და შეძენის ან საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) მეშვეობით ინვესტირება და მართვა.

დღეისთვის, M & A-ს 60% განხორციელდა ევროპაში და PPP ბიზნესების 70%, მომსახურების მიწოდების 76% და აღჭურვილობის მარაგების 63% კი “სარტყელი და გზა” ქვეყნებშ.

E20 ინსტიტუტმა, ასევე აღნიშა, რომ მხოლოდ “სარტყელი და გზის” ქვეყნებში, არსებობს  ეს ოთხი მოდელი: PPP, M & A, მომსახურების მიწოდება და აღჭურვილობა მიწოდება.

[:]

კომენტარის დატოვება