აპრილი16 , 2024
კულტურაჩინური იეროგლიფები და ქართული ანბანი, ორი უძველესი დამწერლობა

[:ka]ჩინური იეროგლიფები და ქართული ანბანი, ორი უძველესი დამწერლობა [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ხეპეის უძველესი ჩინური წარწერები

ჩრდილოეთ ჩინეთში, ხეპეის პროვინციიის სოფელ ცისიენში, მთაში ქვაზე ამოტვიფრული უძველესი ჩინური წარწერები და ქვის მონუმენტი აღმოაჩნეს, რომელიც 900 წელზე მეტს ითვლის.
ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ადმინისტრაციის თანახმად, წარწერა, რომელიც 130-ზე მეტ ჩინური იეროგლიფისგან შედგებოდა, ამოტვიფრული იყო 1 მეტრის სიგრძისა და მეტრნახევარი სიგანის გლუვ ქვაზე.
წარწერის ქვეშ იყო მოქცეული ქვის მონუმენტი, რომელზედაც იყო დაახლოებით 300 ჩინური იეროგლიფი მოჩუქურთმებული.

ორივე, წარწერაც და მონუმენტიც სუნგის დინასტიის (960-1279) პერიოდში, ჩოუჩანის ტაძრის განახლებას უკავშირდება.
ტაძარი ჩოუჩანი ითვლება ადგილად, სადაც ჩრდილოეთ ცის დინასტიის (550-577) ცნობილი ბერი, სენგჩოუ ასწავლიდა ძენ ბუდიზმს.
ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, შონოლინის ტაძარში სენგჩოუმ ბუდისტური დოქტრინა და საბრძოლო ხელოვნება შეისწავლა. როგორც კუნგფუს ექსპერტმა, სენგჩოუმ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი შაოლინის ტრადიციის ჩამოყალიბებაში, მან დაამკვიდრა საბრძოლო ხელოვნების ვარჯიშები ბერებისთვის.
აღმოჩენა ძვირფას მასალებს სთავაზობს ჩოუჩანის ტაძრისა და სხვა ცნობილი ტაძრების ისტორიის შემსწავლელებს.

ძველი ჩინური წარწერები და ქვის მონუმენტი ჩრდილოეთ ჩინეთში 2017 წელს აღმოაჩინეს.

რაც შეეხება ქართულ ანბანს, ქართული ენის სიძველეს ცხადყოფს ბოლნისში აღმოჩენილი წარწერები, რომელიც V საუკუნით თარიღდება.

ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები

ბოლნისის წარწერები — ბოლნისის სიონის სამი წარწერა – ქართული დამწერლობისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანი პალესტინის ქართული წარწერების შემდეგ.

ერთი წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის თავზე, მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვრის გარშემო და ასე იკითხება:

„ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳყანისმცემელნი შეიწყალენ დამშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე. ი. ი.“

უკანასკნელი ასოების (ი ი) მნიშვნელობა „იყავნ იყავნ“ გაარკვია აკად. კ. კეკელიძემ. დავით ეპისკოპოსის მოღვაწეობის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების მიხედვით, აკად. ივ. ჯავახიშვილმა წარწერა V საუკუნის დამლევითა და VI საუკუნის დასაწყისით დაათარიღა. ეს ვარაუდი დააზუსტა 1937 წელს გათხრების დროს აღმოჩენილმა ოთხსტრიქონიანმა მეორე წარწერამაც.

მეორე წარწერა მოთავსებული ყოფილა ჩრდილოეთით მარცხენა კარის თავზე გადებულ ქვაზე. ქვა ჩამომტყდარა და ტაძრის კედელს მისი თავი და ბოლოღა ჰქონდა შერჩენილი. წარწერის ოთხივე სტრიქონის დასაწყისი და დასასრული, რომლებიც კედელზეა შერჩენილი (განსაკუთრებით დასაწყისი), ამჟამად თითქმის აღარ იკითხება. უკეთაა შენახული წარწერა ჩამომტყდარი ნაწილი. იგი საშუალებას იძლევა მიახლოებით აღვადგინოთ ნაკლული ტექსტი:

 „[შეწევნითა წმი]დისა სამებისაჲთა ოც
[წ]ლისა პეროზ მეფი[სა ზე]
[ხიქნა დაწყებაჲ] ამის ეკლესიაჲსაჲ
და ათხუთმეტ წლი[სა შემდგომად]
[განხეშორა. ვი]ნ აქა შინა თაჳყანის ხცეს
ღ~ნ შეიწყალენ და ვინ ა[მის ეკლესიაჲსა]
[მაშჱნებელსა დ~თ ე]პისკოპოსსა ხულოცოს იგიცა ღ~ნ შეიწყა[ლენ. ა~ნ].“

წარწერა დაცულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მის ადგილას კი იმიტაციაა ჩასმული.

ტექსტში ნახსენები პეროზის მეფობა ირანში 459-484 წლებზე მოდის, მაშასადამე ბოლნისის ეკლესიის მშენებლობა 479-ს დაწყებულა და დამთავრდებოდა 493-494 წელს, ირანში კავადის მეფობის ხანაში (488-531).

მესამე წარწერა მოთავსებულია ჩრდილოეთით მარჯვენა კარის თავზე და ეხება კარის შებმის ამბავს:

„შეწევნითა ქრისტჱესითა მე ფარნ… და აზარუხტ შეხუაბთ ესე კარი სალოცველად სულთა ჩუენთათჳს.“

წარწერები შესრულებულია მსხვილი რელიეფური მთავრული (მრგლოვანი) ასოებით. პალეოგრაფიულად დამახასიათებელია ზოგი ასოს თავშეკრულობა, ხოლო ენობრივად – ხანმეტობა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 14 აპრილს ,,რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაცია“ პროექტის „დედაენა ქართული“ განხორციელება სწორედ ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაიწყებს. პროექტი ითვალისწინებს ქვემო ქართლის რეგიონში ბლოგური თემის ფორმატის კონკურსის ჩატარებას საჯარო და კერძო სკოლებში, სახელწოდებით “დედაენა ქართული”. გამარჯვებულთა დაჯილდოება 14 აპრილს ბოლნისის სიონში შედგება.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის ეპარქია, ენის სახელმწიფო პალატა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი და მისი ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტი, ასევე სხვა სახელმწიფო და კერძო უწყებები. პროექტის მედია პარტნიორია მედია პლატფორმა “სინომედია”.

წყარო: სინხუა ნიუსი; შანიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 454-455, თბ., 1977 წელი.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები