მარტი28 , 2024
სამზარეულოჩინური მენიუ ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

[:ka]ჩინური მენიუ ზაფხულის ცხელი დღეებისთვის[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ზაფხულის ცხელი დღეების დასაძლევად, ჩინეთის არა ერთ კუთხეში არსებობს სხვადასხვა საკვებისა თუ სასმელის რეცეპტი, რომელსაც ადგილობრივები აქტიურად იყენებენ ცხელი სეზონის პერიოდში. თუ ვინმე ოდნავ მაინც იცნობს ჩინურ სამზარეულოს, ის აუცილებლად ამოიცნობს ერთ კერძს საზაფხულო მენიუდან, რომელთა შორისაა Grass jelly-ბალახეულის ჟელე, Qingbuliang, Sweet rice soup – ტკბილი ბრინჯის წვნიანი, Apricot rind drink – გაგრის ქერქისგან დამზადებული გამაგრილებელი სასმელი.

Guiling Jelly – კუილინგის ჯელე

Guiling Jelly-ის სურათის შედეგი

ტრადიციული ჩინური დესერტი, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ქალაქებშია პოპულარული. მიიჩნევა, რომ შავი ფერის ჯელე, რომელიც მზადდება სიენცაოსგან (xiancao – უკვდავი ბალახი) , ადამიანის ორგანიზმს სიცხესთან გამკლავებაში ეხმარება. არაქისი, წებოვანი ბრინჯი და ლობიოს მარცვლები დესერტს სიტკბოებას მატებს. კუილინგის ჯელე მცენარეული ნარევებისგან შედგება და ორგანიზმიდან სითბოს გამოყოფას უწყოფს ხელს.

Qingbuliang – ცინგპულიანგი

Qing bu liang-ის სურათის შედეგი

დესერტი ცინგბულიანგი არის ქოქოსის წვენის, რძის, ლობიოს, წითელი ლობიოს, ტროპიკული ხილის, მანგოსა და საზამთროს ნარევი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია სამხრეთ ჩინეთის ხაინანის პროვინციაში. ცინგბულიანგის ორი სახეობა არსებობს: წვნიანი და უშუალოდ დესერტი. ცინგპულიანგის წვნიანი განსაკუთრებით პოპულარულია ჰონგ კონგში, მაკაოსა და სამხრეთ ჩინეთში, სადაც ზაფხული საკმაოდ ცხელი და დახუთულია.

Sweet rice soup –  ბრინჯის ტკბილი წვნიანი

[ფოტო/IC]

ზაფხულის ცხელ დღეებში, ბრინჯის ტკბილი წვნიანი საკმაოდ პოპულარული კერძია მთელს ჩინეთში.

წებოვანი ბრინჯისგან დამზადებულ ალკოჰოლს აზავებენ ძიოუციუსთან. ხშირად წვნიანს უმატებენ წებოვანი ბრინჯის ბურთულებს და კენკრას.

Apricot rind drink – გაგრის ქერქის გამაგრილებელი სასმელი 

Apricot rind drink in china-ის სურათის შედეგი

სასმელის ეს სახეობა წარმოიშვა კანსუს პროვინციაში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ის მზადდება გაგრისა და ფორთოხლის ჩირისაგან. სასმელი არის მოტკბო და, ამავდროულად, მჟავე არომატის, რითაც ძალიან ჰგავს ქლიავის სიროფს. გაგრის ქერქის გამაგრილებელი სასმელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია ჩინეთში.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები