[:ka]

მას შემდეგ, რაც ხაინანი ოფიციალურად გახდა ჩინეთის რიგით მე-12 თავისუფალი სავაჭრო ზონა, დაიგეგმა, რომ ის სრულად ოპერირებად 2020 წელს უდნა გამხდარიყო, რათა განვითარების “ზრდასრულ ასაკამდე” კუნძულს 2035 წლისთვის მიეღწია. საინტერესოა, რამდენად მართლდება პროგნოზები ამ მოვლენიდან 12 თვის შემდეგ.

ნოემბრიდან მარტამდე ხაინანის თავისუფალმა სავაჭრო ზონამ ჯამში 185,7 მილიარდი იუანის ( $27,6 მილიარდი ) ინვესტიციები მიიზიდა. ისინი გადანაწილდა 378 სამშენებლო პროექტზე, მათ შორის – ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ქალაქის გადასახადებიდან გათავისუფლებასა და სასმელი წყლის ხარისხი გაუმჯობესების სამუშაოებზე.

ამას გარდა, ხაინანის კუნძული ერთგვარ ჭიშკარს წარმოადგენს წყნარ და ინდოეთის ოკეანეებისთვის და ფარავს 18 ქვეყანას და მათ ქალაქებს. ამ მხრივ ზონამ 195 კონტრაქტი გააფორმა მათ შორის საერთაშორისო სკოლების, თემატური პარკების მხრივ, რაც ჯამში 285,9 მილიარდ იუანს ( $42,4 მილიარდი ) შეადგენს.

“30 წლის მანძილზე ხაინანმა ბევრი გადაიტანა, რადგან დასახული მიზნები არარეალისტუირ იყო. ქვეყნის საბჭომ ჰაინანს ამჯერადაც რთული მიზნები დაუწესა, რომელთაგან ერთ-ერთი 2021 წლისთვის მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს გარემოს შექმნაა.” აცხადებს ჭანგ იანშენგი, ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის აკადემიური კომიტეტის უფროსი მკვლევარი.

პრეზიდენტი სი ძინფინგი ხაინანს 2018 წლის აპრილში ეწვია.

“ხაინანს ჭირდება გახსნილობა და სამართლებრივად გამართული გარემო” – ეს განცხადება ხაინანის პროვინციის განათლების დეპარტამენტის ვიცე დირექტორმა ცინ სიპომ გააკეთა. მისი თქმით პროვინცია ითანამშრომლებს ბრიტანეთის Harrow School-თან, რომელიც პროვინციის დედაქალაქ ხაიქოუში სკოლას გახსნის. საკუთარ ფილიალს გახსნის ბრიტანული Dulwich College-ც.

სამთავრობო მედიის განცხადებით, მარტის შუა რიცხვებში მსოფლიოს ტოპ 500 კომპანიიდან 30-მა დაიწყო ბიზნეს ოპერაციების წარმოება პროვინციაში. მათ შორის იყვნენ Ernst&Young, PricewaterhouseCoopers, Deloitte Touche Tohmatsu და ბრიტანეთის გლობალური ტურისტული კომპანი Thomas Cook. ამას გარდა Alibaba Group Holding-მა და Tencent-მა გახსნა რეგიონალური ფილიალები.

ჩენ პო, ხუაჭონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი და ჩინეთის რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო ზონის მრჩეველი აცხადებს, რომ ხაინანის თავისუფალი სავაჭრო ზონა განსხვავდებოდა წინა ვერსიებისგან, რომლებიც ტრადიციულად კონცენტრირებულები წარმოების ინდუსტრიაზე იყვნენ. “ხაინანის თავისუფალ სავაჭრო ზონაში ინვესტიციების უდიდესი ნაწილი თანამედროვე სერვისებზეა მიმართული, რაც ხაინანს გამოარჩევს სხვა თავისუფალი სავაჭრო ზონებისგან. ხაინანმა ღიად განაცხადა, რომ ის არ კონცენტრირდება ტრადიციულ წარმოების სექტორზე. სწორედ ამიტონ, შანხაისგან განსხვავებით, სადაც ტესლამ მსხვილი ინვესტიციები ჩადო, ხაინანი სხვა ტიპის ინვესტორებს იზიდავს. ამასთან, საეჭვოა, რამდენად მიღწევადია ყველა დასახული მიზანი, რადგან ხაინანში არ არსებობს პრესტიჟული, მაღალი დონის უნივერსიტეტი, რომელიც აწარმოებდა შესაბამისი სტანდარტების სამეცნიერო კვლევებს.”

თავისუფალი ვაჭრობის ზონა მიზნად ისახავს კონკრეტულად სამი სექტორის განვითარებას – ტურიზმი, თანამედროვე სერვისები, უახლესი ტექნოლოგიური ინდუსტრია. თუმცა, ხაინანის ცნობადობა საერთაშორისო ტურისტებში შედარებით დაბალია. განსაკუთრებით, თუ ინდონეზიის ბალის ად ტაილანდის ფჰუკეტს შევადარებთ.

გასული წლის მარტში ხაინანში გაიხსნა Boao Super Hospital, რომელმაც პროვინციაში მაღალი დონის სამედიცინო მოწყობილობები დაბალი ბიუროკრატიული პროცესების პირობებში მარტივად შემოიტანა. ასევე, აღნიშნულ საავადმყოფოში კეთდება ისეთი ვაქცინები, რომელიც ჩინეთის სხვა პროვინციებში ჯერ არ გავრცელებულა.

მარტში ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა, ჭონგ შანმა განაცხადა, რომ 2018 წელს ხაინანში უცხოური ვაჭრობა 21%-ით, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 113%-ით გაიზარდა. “შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ”, განაცხადა მან.

2018 წელს ხაინანის მთლიანი შიდა პროდუქტი 5,8%-ით გაიზარდა. 2019 წელს დასახული გეგმა კი 7-7,5%-ია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გასულ წელს $3648 გახლდათ, რაც მცირედით ჩამოუვარდება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. გასულ წელს ხაინანმა გამოაცხადა ამბიციური “მილიონიანი გეგმა” ახალგაზრდა ტალანტების მოსაზიდად 2018-2025 წლებში. ადგილობრივი ხელისუფლება მათ სტიმულების სახით უფასო საცხოვრებელს, მანქანას, მეუღლეების დასაქმებას და სამედიცინო დაზღვევას სთავაზობს.

ფუ ხიუანჩაოს განცხადებით, რომელიც ხაინანის პროვინციის განვითარებისა და რეფორმების კომისიის დირექტორია, მათ წლის მანძილზე  სხვადასხვა უნარის მქონე 42,000-მდე ტალანტი მოიზიდეს.

[:]