Home სამზარეულო ჰიპერმარკეტების ქსელ “კარფურში” ჩინური პროდუქცია გამოჩნდა

[:ka]ჰიპერმარკეტების ქსელ “კარფურში” ჩინური პროდუქცია გამოჩნდა[:]

0
3711

[:ka]

სუპერმარკეტ “კარფურში” სხვა უცხოურ პროდუქციას უკვე ჩინური პროდუქტის სექციაც დაემატა.  ახლა მომხარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სახლში მოამზადონ ეგზოტიკური ჩინური კერძები, ყველა საჭირო ინგრედიენტის მეშვეობით.
ჩინური პროდუქტის სექციაში მრავალფეროვანი არჩევანია: სხვადასხვა ტიპის ჩინური ძმარი, სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, თეთრი ღვინო, “ლაოკანმა” (ჩინ. 老干妈 Lǎo gàn mā)იგივე წიწაკის ზეთი სხვადასხვა შიგთავსით: ლობიო, სოკო, მიწისთხილი და ა.შ, “ფანპიენმიენი”(ჩინ. 方便面 Fāngbiànmiàn) ანუ სწრაფად მოსამზადებელი ჩინური ლაფშის წვნიანი, სუნელები და დამჟავებული ბოსტნეული.

დღეიდან “სინომედია” ჩინური სამზარეულოს ბლოკში ჩინური კერძების რეცეპტებს გაგიზიარებთ. მოგვწერეთ, თუ რომელი ჩინური კერძის მომზადება გსურთ და ჩვენ საუკეთესო რეცეპტებს შემოგთავაზებთ.

 

 

 [:]

NO COMMENTS