[:ka]ჰიუნდაი მოტორსმა სამხრეთ ჩინეთში მონაცემთა ცენტრი გახსნა[:]

[:ka]

კორეის რესპუბლიკის ავტომწარმოებელმა ჰიუნდაი მოტორსმა საზღვარგარეთ პირველი საინფორმაციო ცენტრი გახსნა. კომპანიის ახალი, დიდი საინფორმაციო ცენტრი სამხრეთ ჩინეთის კუიჭოუს პროვინციაში,  Guian New Area – ში გაიხსნა.

პროვინციის კომერციული ბიუროს მონაცემებით, ცენტრი თვითმავალი ავტომობილების მონაცემთა მხარდაჭერას შეუწყობს ხელს. ჰიუნდაი მოტორსის მონაცემთა ცენტრი, ჩინეთში ერთ-ერთ უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორთან China Unicom – თან ითანამშრომლებს. China Unicom და ჰიუნდაი მოტორსი ინტერნეტზე დამყარებულ ინტელექტუალურ მონაცემთა გაცვლის განვითარებაზე იმუშავებენ. ერთობლივი პროგრამა, ძირითადად, ჩინელ მომხმარებელთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

Guian New Area უკვე რამდენიმე ტექნიკური გიგანტი კომპანიის მონაცემთა ცენტრია. მათ შორისაა, Apple, Tencent – ი და Huawei.

[:]

კომენტარის დატოვება