[:ka]ჰონგ-კონგი “სარტყელი და გზის” ინიციატივაში[:]

[:ka]

ჰონგ-კონგის ჩართულობამ “სარტყელი და გზის” ინიციატივაში მთავარ ფაზაში გადაინაცვლა.

ხუთშაბათს, 14 დეკემბერს  ჰონგ-კონგის სააღმსრულებლო ხელისუფლების უფროსმა კერი ლამ ჩენგ იუეთ-ნკორმა ხელი მოაწერა გლობალურ გეგმაში გაწევრიანებას, რაც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გზის მშენებლობაში ჩართულობას გულისხმობს.

ჰონგ-კონგის მთავრობის ეროვნული განვითარების და რეფორმის კომისიის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ოთხ სფეროს მოიცავს: დაფინანსება და ინვესტიცია; ინფრასტრუქტურა და გადაზიდვა; ეკონომიკა და ვაჭრობა და დავის მოგვარების მომსახურება. ხელშეკრულება ასევე ეხება ხალხებს შორის უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და “კუანგტუნგი- ჰონგ-კონგი-მაკაო ყურის მშენებლობას.

ხელმოწერათა გაფორმების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა კერი ლამ ჩენგ იუეთ-ნკორი. მან მადლობა გადაუხადა ცენტრალურ მთავრობას და განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ჰონგ-კონგის როლის გაზრდას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, საერთაშორისო გადაზიდვები და ვაჭრობა.  მან ასევე დასძინა, რომ ეს ყველაფერი ჰონგ-კონგში უფრო მეტ შესაძლებლობას წარმოქმნის ახალგაზრდებისთვის.

შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ჰონგ-კონგსა და ჩინეთის ცენტრალურ მთავრობას შორის, მხარს უჭერს ჰონგ-კონგის როლს გლობალურ ოფშორულ ბაზარზე, ასევე როგორც პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და საერთაშორისო დავების მოგვარების ცენტრი. ინტენსიური გახდება ინფორმაციის, მაგისტრალების, რკინიგზის, პორტებისა და აეროპორტების თანამშრომლობა.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას საკონფერენციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს SAR- ის მთავრობასა და კომისიას, ჰონგ-კონგის სახელმწიფო საბჭოსა და მაკაოას საქმეთა ოფისს შორის, რათა მოხდეს ჰონგ-კონგის ინიციატივაში ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხების მუდმივი შესწავლა.

 [:]

კომენტარის დატოვება