მარტი28 , 2024
ბიზნესი ავტომობილების ახალი ეპოქა ჩინეთში

[:ka] ავტომობილების ახალი ეპოქა ჩინეთში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთში ავტომობილების გაყიდვების ალტერნატიული გზები – ტექნოლოგიებისა და მართვის ინდუსტრიის ახალი რეფორმები წარმოიქმნება.

ყველასთვის ცნობილი ელექტრონული კომერცია და თანამედროვე საცალო გაყიდვები, ჩინეთში სავაჭრო სფეროდ გადაიქცა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ უდიდეს საავტომობილო ბაზარზე ანალოგიური ინოვაციური ხასიათი მსოფლიოში  ავტომობილების გაყიდვების რევოლუციაა.

თანამედროვე ეპოქაში, სუპერმარკეტები მხოლოდ საკვები და საოჯახო საქონლის გაყიდვებისთვის არ არის გათვლილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიყვანოთ და  მართოთ ახალი Maserati, Cadillac, BMW, Mercedes Benz და Audi-ის მარკის მანქანები სუპერმარკეტების “თაროებიდან”.

თუ ეს მაინც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაშინ როგორი იქნება ახალი ავტომობილების ონლაინ შეკვეთა მომდევნო დღისთვის?

ეს არ არის ფანტაზია, ეს ელექტრონული კომერციის, ციფრული ტექნოლოგიების, რეფორმების შედეგების, საავტომობილო გაყიდვების სექტორის, რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციისგან მიღებული რეალობაა.

[ფოტო/Shanghaidaily]

აღმოსავლეთ ჩინეთის, ძიანგსუს პროვინციაში მდებარე, “Suning Automobile Supermarket” – ის მეშვეობით, ცნობისმოყვარე ადამიანებმა ეს რეალობა შეიგრძნეს, როდესაც ახლად ნაყიდი ავტომობილებით დატოვეს ტერიტორია.

ავტომობილების სუპერმარკეტის გახსნიდან მეორე დღეს 30 მანქანაზე მეტი გაიყიდა, ძირითადად ძვირადღირებული მარკები, რომლებიც რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს. მყიდველებმა ავტომობილის ნაწილები, ზეთები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთებიც შეიძინეს – ამით  დიდი რაოდენობის თანხა დაზოგეს, რადგან ტრადიციულ ბაზართან შედარებით ფასები დაბალი იყო.

მოქმედების ადგილი, წარსულის ანარეკლი იყო, როდესაც ჩინელი დილერები, ავტომობილების გაყიდვების სეგმენტში დომინირებდნენ.

კავშირი მწარმოებლებსა და დილერებს შორის ძალიან ძლიერი იყო. მათ შეეძლოთ მყიდველთან შეეთანხმებინათ თვითნებურად დადგენილი ფასები, დადგენილებები და პირობები შემდგომი სერვისების შესახებ.

ახლა, ახალი ალტერნატიული რეგულაციები მოქმედებს მომხმარებლებისთვის. მყიდველების ინოვაციურ ფინანსებთან ერთან გაყიდვების არხების რესტრუქტურიზაციით ჩინური ავტო ინდუსტრია ახალ ეპოქაში შედის.

პირველი ნიშნები, აპრილში გამოიკვეთა, როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ საავტომობილო ბაზრის, ახალი რეკომენდაციები გამოავლინა.

ახალი რეჟიმის მიხედვით, ავტო გაყიდვების კომპანიებს, ავტომწარმოებლების ნებართვის გარეშე შეუძლიათ აწარმოონ გაყიდვები. ახალი რეგულაციები ძალაში ამ წლის ივლისსში შევიდა.

ეს ნიშნავს, რომ ავტო გაყიდვებისთვის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ არსებობს.  “Suning Automobile Supermarket” – ის მსგავსი სუპერმარკეტები, ექსკლუზიური მულტიბრენდული ავტომობილების სალონები, ასევე ელექტრონული კომერციის ფლატორმები, დღეს ჩინეთში საავტომობილო გაყიდვებს უკვე აწარმოებენ.

[ფოტო/Chinadaily]

სამინისტრო იმედოვნებს, რომ ახალი რეგულაციები, რომლებისთვისაც უფრო ნაკლები რესურსების გამოყოფაა საჭირო, გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს და ავტო სერვისებს გააუმჯობესებს.

სტიმულისთვის, “Suning” – ის ცენტრმა, განაცხადა, რომ ის 100-ზე მეტი ფილიალის გახსნას გეგმავს, ჩინეთის წამყვან ქალაქებში.

ლიუ ტუნგხაომ, Suning – ის ავტო ბიზნესის ხელმძღვანელმა, ნანძინგის მაღაზიაში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს სარისკო წამოწყება კომპანიის გაფართოების საწყისია.

Suning – ის ფლატფორმა შედგება: ელექტრონულ მოტოციკლებისა და მანქანებისგან, მანქანის დეკორატიულ ნივთების, ძრავის ზეთების და გაქირავებული და გამოყენებული მანქანებისგან.

პლატფორმები შუამავლის გარეშე უშუალოდ მყიდველებს შეუთანხმდებიან.

“ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს, მაგრამ ჩვენი ფასები გამჭვირვალეა, პროდუქცია მრავალფეროვანი და ჩვენ პასუხს ვაგებთ ხარისხზე, ბურთი ახლა მყიდველის მხარესაა” – განაცხადა Suning – ის კომპანიის პრეზიდენტმა. Suning – ის კომპანია Ping An Automobile Butler – ის კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელიც მყიდველს ავტო დაზღვევისა და ფინანსირების სერვისებს სთავაზობს.

Gome – მეორე, მსხვილი, საცალო გაყიდვების კომპანიაა ჩინეთში, ქვეყნის მასშტაბით, თავის 1700 ფილიალში ავტომობილების სექციის დამატებას, წლის ბოლოსთვის გეგმავს.

[ფოტო/Ariel liu]

Gome-ს არსებული მაღაზიები, ძირითადად, ქალაქის დატვირთულ, განვითარებულ ნაწილშია განლაგებული.

“ ამ წამოწყებას დიდი პოტენციალი აქვს” – განაცხადა ჭანგ ხაიფვენგმა (Zgang Haifeng) Gome – ს მანქანის ბიზნესის ხელმძღვანელმა, ქუნმინგში, იუნანის პროვინცაში პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრისას.

მან განაცხადა, რომ ელექტრონული კომერცია მარტო ვერ გაუმკლავდება გაყიდვების ალტერნატიული გზების სტატუსს, ამიტომ მნიშნველოვანია ფიზიკური მაღაზიების არსებობაც.

ალტერნატიული გზები არ უნდა იყოს განხილული როგორც კონკურენცია – არსებულ სადილერო ქსელებთან, ამიტომ Gome ორივეს – ავტომწარმოებლებსა და დილერებს, მანქანების გაყიდვაში დაეხმარება.

“თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ დილერების ჩანაცვლებას ვგეგმავთ, მაშინ თქვენ ვერ გაიგეთ ჩვენი ბიზსეს მოდელი”, მან განაცხადა, რომ Gome – ქმნის სისტემას, რომელიც დილერებისა და ავტომწარმოებლებისთვის სრულიად ღია იქნება, მათი გადასაწყვეტი იქნება თუ რა მარკის  მანქანებს შესთავაზებენ მომხმარებლებს ახალი სისტემის მეშვეობით, მაგრამ თუ ახალი მიდგომა კლიენტებს უფრო ძლიერ ხმას მისცემს, დილერები და მწარმოებლები მომხმარებლებს ბუნებრივად, უკეთეს ფასად – უფრო გაყიდვად პროდუქტებს  შესთავაზებენ – განაცხადა ჭანგმა.

[ფოტო/Xinhua]

“ჩვენ არ ვაპირებთ დილერებთან დაპირისპირებას, პირიქით, უფრო თბილი ურთერთობების დამყარებისთვის ჩვენ მათ ჩვენთან ვეპატიჟებით “

ამავდროულად, Alibaba –  ს ელექტონულმა ბაზარმა Tmall – მა 26 ივლისს სამომავლო გეგმა – ულტრათანამედროვე, რეალური მსოფლიოს ავტოფარეხის გამოსვლა დაანონსა, მსუბუქი საუზმის სავაჭრო აპარატების მსგავსი, ავტოფარეხის გამოშვება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

იუ ვეისუენის Tmall Automobile – ის გენერალური მენეჯერის განცხადებით, Tmall – ის მომხმარებლებს ერთი ღილაკის მეშვეობით საკუთარი ავტომობილის შერჩევა და მისი მართვა შეუძლიათ, ეს ყველაფერი კი რამდენიმე წამშია შესაძლებელი.

კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლებს, შეუძლიათ მხოლოდ 10% – იანი  პირველადი შენატანით სასურველი ავტომობილი შეიძინონ.

“Sesame Credit” – საკრედიტო რეიტინგის სისტემა, Ant Financial Services Group – ის მიერ შემუშავებული ონლაინ-ფინანსირების ფირმა, ჯეკ მას მხარდაჭერით გამოიყენებს მონაცემებს, იმისთვის, რომ გამოიკვლიონ ონლაინ მყიდველების ქცევა და გადახდების რაოდენობის მიხედვით ისინი ქულებით დააჯილდოვონ. 750 საკრედიტო ქულა – მომხმარებელს ავტომატურად აძლევს შანსს, რომ  შეიძინოს ავტომობილი ავტოფარეხში.

მაგალითად 150 000 იუანის ( 22 058 $ – ის ) ღირებულების მანქანისთვის მომხმარებელს პირველადი შენატანის სახით მხოლოდ 15 000 იუანის გადახდა მოუწევს.

შუამავლების გარეშე, ავტომობილების ფასები უფრო დაბალია, ონლაინ არხი შეძენის საუკეთესო პირობებს შესთავაზებს მომხმარებელს. ეს ჩინეთის საავტომობილო ბაზრისთვის საოცარი პროგრესი იქნება.

ჩინეთის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის (China Association of Automobile Manufacturers) ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთში, წლის ბოლოსთვის 29.4 მილიონი ავტომობილის გაყიდვას ელიან, რაც 5% – ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

[ფოტო/Eric loveday]

ასოციაცია, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან ოჯახები პირველ შენაძენს გააკეთებენ ან უბრალოდ ძველ მანქანებს გამოცვლიან, რაც დადებითად აისახება ბაზარზე.

ჭანგ სიაოტუნგმა Auto Retal Practice of J.D Power China – ის უფროსმა მენეჯერმა განაცხადა, რომ ახალი სერვისის მთავარი საკითხი ის არის თუ როგორ  შეუკვეთავენ მომხმარებლები ავტომობილის ნაწილებს დილერების გარეშე, ამიტომ ახალი სისტემა დილერებს ვერ ჩაანაცვლებს, წამოწყების მთავარი მიზანი სერვისის მაქსიმალურად სწორი მიმართულებით წაყვანა უნდა იყოს.

დილერებისთვის აუცილებელია მომხმარებლის ნდობის გამყარება, ახალი მარკეტინგული სერვისების შეთავაზებით. მარტივი დაფინანსება და ძველი, გამოყენებული მანქანების გადაცვლა – წინსვლაა ინდუსტრიაში.  მონოპოლიური სიტუაციის მსგავსად, დილერებს ახალ სერვისებზე მოუწვთ მუშაობა, იმ ფორმებზე რომელიც მიღბულია დღევანდელ მსოფლიოში.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები