Home პოლიტიკა ასეანის (ASEAN) დაფუძნების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტმა მილოცვა გაავრცელა

[:ka]ასეანის (ASEAN) დაფუძნების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტმა მილოცვა გაავრცელა[:]

0
4145
[ფოტო/Xinhua]

[:ka]

სამშაბათს, 8 აგვისტოს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ფილიპინების პრეზიდენტს როდრიგო დუტერტეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის (ASEAN) დაარსების 50 წლის იუბილე მიულოცა.

“ასეანის” (ASEAN) დაფუძნების 50 წლისთავის აღსანიშნავად, ჩინეთის მთავრობის, ჩინელი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა გამოვხატო თბილი მილოცვა ასეანის (ASEAN) წევრი ქვეყნებისა და ხალხის მიმართ”- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ჩინეთის სურვილია, ასოციაციამ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში.

ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციას (ASEAN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 1991 წელს გაფორმდა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩინეთ-ასეანის ურთიერთობები მეტად დინამიური გახდა. ჩინეთი მზად არის ასეანთან (ASEAN) გააგრძელოს გულწრფელი ურთიერთდამოკიდებულება და ასოციაციასთან ერთად იზეიმოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-15 წლისთავი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) შექმნის დღიდან განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას. წლების განმავლობაში, ასოციაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და გახდა მსოფლიოს მრავალმხრივი განვითარების მამოძრავებელი ძალა.

[:]

NO COMMENTS