აპრილი23 , 2024
კულტურამეცნიერებაახალი ვირტუალური აგენტი - თქვენი საუკეთესო მეგობარი

[:ka]ახალი ვირტუალური აგენტი – თქვენი საუკეთესო მეგობარი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

Microsoft – ის კორპორაციამ საზეიმოდ წარადგინა ბოლო თაობის ვირტუალური აგენტის, chatbot – ის მოდელი. ახალი თაობის ვირტუალურ აგენტს Xiaomi-ს, კორპორაციის 35 ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონტროლი შეუძლია.

ამერიკის შეერთებული შტატების ტექნიკურმა გიგანტმა განაცხადა, რომ  Xiaoice – ის მეხუთე თაობა, რაც სიტყვასიტყვით “პატარა ყინულს” ნიშნავს, გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს უკეთ ემსახუროს ადამიანს საკუთარი ემოციური ინტელექტით. ჰარი შუმმა, Microsoft- ის ხელოვნური ინტელექტისა და კვლევითი ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ Xiaoice უფრო მეტია ვიდრე “მეგობარი”. ის დიდ კონკურენციას უწევს Apple Inc- ის  პროგრამას, Siri – ის, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ კითხვებზე პასუხებითა და ფაქტების წარმოებით შემოიფარგლება.

Xiaoice პირველად ჩინეთში შეიქმნა, 2014 წელს. ახლა კი პროდუქტი მსოფლიოს 5 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინდოეთში. მას დაახლოებით, 100 მილიონი მომხმარებელი ყავს. პროგრამის მონაცემები ადამიანებს საშუალებას აძლევს ხმის მეშვეობით აკონტროლონ ტელევიზორი, სამაგიდო ნათურები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

უკეთესი შესაძლებლობებისთვის Microsoft – მა Xiaomi – სთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა და Xiaoice – ის პროგრამა, თავის 35 პროდუქციის სიაში შეიტანა. ამ წლის ბოლოს, კომპანია გეგმავს რამდენიმე ხმოვანი კონტროლის პროდუქტის გამოქვეყნებას ჩინური ტექნიკის შემქმნელებთან ერთად.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები