Home კულტურა ბულგარეთში ჩინეთის კულტურული ცენტრი გაიხსნა

[:ka]ბულგარეთში ჩინეთის კულტურული ცენტრი გაიხსნა [:]

0
3731
[ფოტო/Chinaculture

[:ka]

23 ნოემბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩინური კულტურის ცენტრი გაიხსნა. კიდევ ერთი ჩინური კულტურის ცენტრის გახსნას კულტურის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ჭანგ ხაიჭოუ, ჩინეთის ელჩი ბულგარეთში, ბულგარეთის კულტურის მინისტრი და დედაქალ სოფიას მერი დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიალზე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა ჭანგ ხაიჭოუ. მისი თქმით, კულტურული ცენტრის ჩამოყალიბება ჩინეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ცენტრი კულტურულ სფეროში ორმხრივი ურთიერთობების ახალი დასაბამი გახდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კულტურათა გაცვლას.

დედაქალაქი სოფია არაერთი ინსტიტუტის, კულტურული ადგილისა და კომერციული კომპანიის ცენტრია. აქ გახსნილი ახალი სივრცე ქალაქის მაცხოვრებლებს ჩინეთის უძველესი კულტურის შეცნობაში დაეხმარება.

გახსნით ცერემონიაზე ხალხის წინაშე წარსდგნენ არტისტები ნინგპოს ხელოვნების დასიდან და საზოგადოებას არაერთი სპექტაკლი წარუდგინეს. ასევე შეასრულეს ტრადიციული ჩინური მუსიკა “ჟასმინი”. ცერემონიაზე ჩინელ შემსრულებლებთან ერთად, ტრადიციული მუსიკითა და ცეკვით  წარსდგნენ ადგილობრივი ხელოვანებიც.

ჩინეთის კულტურის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ჭანგ ხაიჭოუ [ფოტო/Chinaculture]
 [:]

NO COMMENTS