აპრილი23 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019განათლება და საზოგადოება

განათლება და საზოგადოება

-

- Advertisment -spot_img

განათლებას ჩინეთში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დაწყებული კონფუცის პერიოდიდან დღემდე, ჩინელი ხალხი დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და მიიჩნევს, რომ ის წარმატების მიღწევის ერთი-ერთი საუკეთესო გზაა.

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩინეთში მრავალი ახალი რეფორმა ჩატარდა, გაიზარდა ინვესტიციები განათლების მიმართულებით, შედეგად, საერთაშორისო კვლევებში ჩინელი სტუდენტები უფრო და უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს კვლევების მიხედვით, რომელიც მათემატიკაში, მეცნიერებასა და წიგნიერებაში ჩატარებულ ტესტებს ეფუძნება, 2015-2016 წლებში ჩინელი მოსწავლეები მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებენ (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის, ჰონგკონგის, მოსწავლეები მსოფლიოში მე-2 ადგილზე, ხოლო მატერიკული ჩინეთის მოსწავლეები მე-10 ადგილზე გავიდნენ).

ასეთი შედეგების მიღწევა ბევრ შრომას მოითხოვს. საშუალოდ, ჩინურ სკოლებში სწავლა დილის 7:30 საათზე იწყება და საღამოს 5 საათზე მთავრდება; სასწავლო წელიწადი კი სექტემბრის დასაწყისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

გარდა სასკოლო გაკვეთილებისა, მოსწავლეები სკოლის შემდეგ რეპეტიტორებთანაც ემზადებიან. უმთავრესი მიზანი „კაოქაოს“ – უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების, ჩაბარება და პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრაა. 2019 წელს 10 მილიონზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა „კაოქაოში“; ჩინური, მათემატიკა და უცხო ენა ყველა სტუდენტისთვის სავალდებულო გამოცდებია; ამას გარდა, სტუდენტები ვალდებულები არიან აირჩიონ ორიდან ერთ-ერთი მოდული: თავისუფალი მეცნიერებები (პოლიტიკა, ისტორია, გეოგრაფია) ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია). გამოცდები 2 დღეს გრძელდება და სტუდენტებისგან დიდ ენერგიასა და მობილიზებას მოითხოვს.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები