აპრილი26 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ეკონომიკა: შოპინგი ჩინეთის ინტერნეტ მაღაზიებში

[:ka]ეკონომიკა: შოპინგი ჩინეთის ინტერნეტ მაღაზიებში [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთი უზარმაზარი ბაზარია, სადაც მრავალი ადამიანის ცდის თავის ბედს. კონკურენციაში მყოფი ბიზნესმენები ცდილობენ რაიმე ახალი და განსხვავებული შესთავაზონ მომხმარებელს, ამიტომ ადამიანები განებივრებული არიან როგორც პროდუქციის მრავალფეროვნებით, ასევე სხვადასხვაგვარი შეღავათითა თუ ფასდაკლებით.  მაღაზიებში ხშირად დაინახავთ განცხადებებს, რომ გარკვეული თანხის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, უფასოდ შეიძლება სხვა პროდუქციის შეძენა. მრავლადაა “1+2” ან “1+3” ან “打5折”(რაც 50%–იან ფასდაკლებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ  რაც უფრო დაბალია რიცხვი, მით უფრო ხელსაყრელია ფასდაკლება) და სხვა მსგავსი განცხადება. მრავალი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრის პარალელურად არსებობს ინტერნეტ მაღაზიები, სადაც მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ სასურველი ნივთი.

დროის უქონლობის გამო სულ უფრო მეტ ადამიანი ემხრობა პროდუქციის დისტანციურად შეძენის იდეას. ინტერნეტ მაღაზიებშიც არჩევანი მეტად მრავალფეროვანია, თითქმის ყველაფრის შეძენა არის შესაძლებელი, თანაც საკმაოდ ხელსაყრელ ფასად. პროდუქციის დაწუნების შემთხვევაში, დაბრუნებაც არის  ნებადართულია. ეს უპირატესობები ადამიანებს უბიძგებს, თვალი დახუჭონ ამგვარი შოპინგის უარყოფით მხარეებზე და მობილურის ტელეფონის საშუალებით რამდენიმე წუთში შეიძინონ სასურველი ნივთი. თაოპაო არის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ინტერნეტ მაღაზია , რომელიც ცნობილი ალიბაბას  წარმატებული პროქტია.

ფასდაკლებების მხრივ წელიწადში ერთი დღე მაინც  ყველაზე გამორჩეული,ამ დღეს საკმაოდ ძვრადღირებული ნივთის ნახევარ ფასად  ყიდვაც კი შეიძლება. ეს დღე არის 11 ნოემბერი.  წყვილი თერთმეტის დღე არის 2009 წელს თაოპაოს მიერ წამოწყებული აქცია. ამ დღეს მომხმარებლების აქტიურობა ძალიან მაღალია და სასურველი ნივთის შესაძენად რამდენიმე დღით ადრე შერჩევა არის საჭირო, რადგან საღამო 12 საათის დადგომის შემდეგ მალევე შეიძლება გაიყიდოს.

თავდაპირველად 11 ნოემბერი მხოლოდ ინტერნეტ მაღაზიებისთვის იყო, მაგრამ ზოგიერთმა მაღაზიამაც შეიძლება დააწესოს განსაკუთრებული ფასდაკლება. გარდა ამისა, მობილური ინტერნეტის შეძენაც არის შესაძლებელი მომგებიან ფასად.

ჩინეთში სწავლის პეროიდში 11.11–ის არსებობის შესახებ ჩემი ერთ–ერთი უცხოელი მეგობრისაგან შევიტყვე, რომელსაც ერთი თვით ადრე ჰქონდა არჩეული, რას შეიძენდა ამ დღეს. ისინი, ვინც ჩინეთში აპირებენ ჩინეთში საცხოვრებლად ჩასვლას, 11 ნოემბრის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდნენ.

 

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები