Home სხვადასხვა თავისუფალ უნივერსიტეტში ოლიმპიადა “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?” გაიმართება

თავისუფალ უნივერსიტეტში ოლიმპიადა “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?” გაიმართება

0
75

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით უკვე მეექვსედ ტარდება ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეთათვის “რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“. 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს.

ღონისძიების ჩატარების ადგილია: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, მე-200 აუდიტორია.

ოლიმპიადა ჩატარდება 18 მაისს 12:00 საათზე. ცნობარი ჩინეთის შესახებ მონაწილეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ ქვემოთ მოცემული ბმულიდან. მონაწილეები 18 მაისამდე უნდა გაეცნონ ცნობარში მოცემულ ინფორმაციას ჩინეთის ისტორიაზე, კულტურაზე და სხვა. კითხვარი შედგენილი იქნება ცნობარის მიხედვით.

ოლიმპიადაში გამარჯვებულ პირველ, მეორე, მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცემათ პრიზები, ასევე დაწესებულია წამახალისებელი საჩუქრები სხვა მონაწილეებისთვის და გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატები.

ცნობარი ჩინეთის შესახებ – ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მონაწილეობის მსურველები 16 მაისის ჩათვლით დარეგისტრირდით აქ.

NO COMMENTS